12:50 "ინტერული" სიახლეები | |
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა იტალიის თასის მატჩში, "ჯენოასთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ კმაყოფილია გუნდის თამაშით: "მოხარული ვარ, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში, თავი კარგად წარმოაჩინეს. წარმატების საიდუმლოს "ინტერში" წარმოადგენენ ფეხბურთელები." "როდესაც გუნდში ბევრი ტალანტი და კარგი შემსრულებლები არიან, მწვრთნელისათვის გაცილებით ადვილია სამუშაოს შესრულება" - დაასრულა კლაუდიო რანიერიმ. Gazzetta dello Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ინტერი" აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას მაიკონთან. სულ მალე მილანური კლუბი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს ბრაზილიელ მცველს, რომელიც 2015 წლამდე იქნება გათვალისწინებული. ასევე Gazzetta dello Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, "ინტერი" აპირებს ტიაგო მოტას (რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში პსჟ-ში წავა) შემცვლელის ყიდვას. მილანელები ფრანგული "რენის" ნახევარმცველის იან მ'ვილას გადაბირებას შეეცდებიან, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 20 მილიონი ევროა. მისი გადაბირებით ასევე "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი. Sky Sport24 - ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დიეგო ფორლანმა შესაძლოა ამ თვეში დატოვოს "ინტერი". მისი გადაბირებით "სან პაულო" არის დაინტერესებული. არ არის გამორიცხული, რომ ურუგვაელი შეთანხმების ნაწილი გახდეს, შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბი ლუკას მოურას გადაბირებით არის დაინტერესებული, რომელიც სწორედ "სან პაულოს" რიგებში გამოდის. მაკდონალდ მარიგა, ფეხბურთელი რომელიც "ინტერის" საკუთრებაა და ამჟამად "რეალ სოსიედადში" არენდით ასპარეზობს, შესაძლოა უკვე ამ თვეში "პარმაში" გადაბარგდეს სეზონის ბოლომდე. ტიაგო მოტას აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი მზად არის "პსჟ"-სთან მოსალაპარაკებლად. "ინტერის" აწ უკვე ყოფილი 25 წლის მცველი, ჯონათანი კარიერას "პარმაში" გააგრძელებს. "პარმამ" ბრაზილიელი მცველი არენდით აიყვანა, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. "ინტერს" მისი არენდით აყვანა სურს. შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდის" ყოფილ ფეხბურთელს თითქმის მთელი პირველი წრე გაუცდა ტრავმის გამო. მან "რეალის" რიგებში მხოლოდ 5 შეხვედრის ჩატარება მოახერხა და 1 გოლის ავტორი გახდა.
| |
|