aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » “იუვე”ძლიერდება
14:32
“იუვე”ძლიერდება
"იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას აპირებს. ერთ-ერთი იოსიპ ილიჩიჩია, რომელიც მსოფლიომ "პალერმოში” შარშანდელი შთამბეჭდავი თამაშით გაიცნო და არც წელს ირცხვენს თავს.

23 წლის სლოვენიელი ფლეიმეიქერის დამატებით ბიანკონერის გარდა "ჩელსი” და "ტოტენჰემიც” არიან მოწადინებული. საინტერესოა, რას ფიქრობს თავისი კლიენტის მომავალზე ილიჩიჩის აგენტი ამირ რუზნიჩი:

"რამდენიმე ჟურნალ-გაზეთში წავიკითხე, თითქოს იოსიპი უკვე თამამად შეიძლება მივიჩნიოთ "იუვენტუსის” ფეხბურთელად. ეს სიცრუეა. გუნდებს ამ ტრანსფერზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის კურსში აუცილებლად ჩამაყენებდნენ. შესაბამისად, ვერც ინგლისურ ვარიანტებზე მოგახსენებთ რამეს. იმის თქმა კი შემიძლია, რომ იოსიპი უდიდესი ტალანტის პატრონია.

მაშინ, როცა მყარ რეზერვისტობას ან სხვა დაბალი დონის გუნდში განათხოვრებას უწინასწარმეტყველებდნენ, "პალერმოს” ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ხავიერ პასტორესა და ფაბრიციო მიკოლისთან ერთად გუნდის საკვანძო ფეხბურთელად იქცა. შეიძლება ვინმე შემომედავოს, ორი წელიც არ გასულა, რაც სლოვენიის ჩემპიონატი დატოვა და გრანდის გამოწვევისთვის ჯერ მზად არ არისო.

სწორედაც რომ მზადაა. მისი შესაძლებლობები მწვრთნელზე არანაკლებ ვიცი და ამას ილიჩიჩთან ახლობლობის გამო არ ვამბობ. მინდა, რომელიმე ტოპკლუბში გააგრძელოს კარიერა, ოღონდ არ მგონია, ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოხდეს. მაურიციო ძამპარინი მას ასე ადვილად ვერ შეელევა და სავარაუდოდ, მის მსურვველთა წინადადებებს ივნისიდან განიხილავს”.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 540 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/9
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]