10:26 სერია A ნულებს მიეჩვია | |
იტალიის ჩემპიონატისთვის ნულოვანი ფრე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მიმდინარე გათამაშებაში, უგოლოდ თამაშების 14% დასრულდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლიდერთა შორის მყოფი გუნდებიდან გუშინ „მილანმა“ და „ლაციომ“ ითამაშეს და არცერთი მათგანის შეხვედრაში გოლი არ გასულა. ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა. მართალია, მასპინძელი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ვალტერ მაცარის შეგირდებმა არაერთი სახიფათო მომენტიდან გოლად ვერცერთი აქციეს. „ნაპოლის“ მსგავსად, თავის მატჩში, დიდი უპირატესობა ჰქონდა „მილანსაც“, რომელიც „ფიორენტინასთან“ მსაჯისგან დაიჩაგრა. პირველ ტაიმში, კლარენს ზეედორფმა მასპინძელთა კარი წესების დაცვით აიღო, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და „მილანს“ გოლი უსამართოდ გაუუქმა. ერთადერთი თამაში, რომელშიც გოლი გავიდა, „ინტერსა“ და „კალიარის“ შორის გაიმართა. „მილანისგან“ განსხვავებით, მის თანაქალაქელ გუნდს გუშინ მსაჯი აშკარად წყალობდა. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა მოტამ გადაცემა პაცინისგან მიიღო და 6 მეტრიდან დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. ექვს წუთში, მილანელებმა გოლი წესების დაცვითაც გაიტანეს - საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით, „კალიარის“ კარი კოუტინიომ აიღო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ნაინგოლანის გადაცემა გოლად ლარივეიმ აქცია. ინტერი-კალიარი 2:1 (0:0) მილანი, “ჯუზეპე მეაცა” ინტერი (4-3-1-2): სეზარი, ჟონათანი (ფარაონი 87), რანოკია, სამუელი, ძანეტი, სტანკოვიჩი, მოტა, კამბიასო, კოუტინიო (ობი 68), სარატე (ალვარესი 46), პაცინი. მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი, ბიონდინი (რუი სამპაიო 80), კონტი, ნაინგოლანი, ეკდალი (იბარბო 62), რიბეირო, ნენე (ლარივეი 59). მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი. გოლები: 1:0 მოტა (54), 2:0 კოუტინიო (60), 2:1 ლარივეი (88). გაფრთხილებები: ალვარესი 86 - კონტი 30, პიზანო 54. მსაჯი: ანტონიო დამატო. ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 14 (8)-5 (3), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-4, ჯარიმა: 17-18. ფიორენტინა-მილანი 0:0 ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი, დე სილვესტრი, გამბერინი, ნასტასიჩი, პასკუალი, ბეჰრამი, მონტოლივო, მუნარი (ხარჟა 63), ლაცარი, ჩერჩი (სილვა 46), ჯილარდინო. მწვრთნელი: დელიო როსი. მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ანტონინი, აკვილანი, ამბროზინი, ნოჩერინო, ზეედორფი (ემანუელსონი 73), რობინიო (პატო 70), იბრაჰიმოვიჩი. მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი. გაფრთხილებები: ბეჰრამი 62 - აკვილანი 83. მსაჯი: პაოლო მაცოლენი. ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 8 (1)-15 (6), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 4-6, სეივი: 7-4, ჯარიმა: 18-11. ნაპოლი-ლაციო 0:0 ნეაპოლი, “სან პაოლო” ნაპოლი (3-4-4): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, ჯემაილი (გარგანო 58), მაჯო, ინლერი, დოსენა (პანდევი 73), ჰამშიკი, კავანი, ლავესი. მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. ლაციო (4-2-3-1): მარკეტი, კონკო (სკალონი 50), დიაკიტე, სტანკევიჩუსი, რადუ, ბროკი, ლედესმა, ლულიჩი, ერნანესი (მათუსალემი 50), სკული (გონსალესი 83), სისე. მწვრთნელი: ედოარდო რეია. გაფრთხილებები: სისე 6, რადუ 81, სკანევიჩუსი 90+1. მსაჯი: ნიკოლა რიცოლი. ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 17 (6)-5 (1), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-7, ჯარიმა: 8-16. 1. ლაციო 11 6 4 1 16:8 22 2. მილანი 11 6 3 2 23:14 21 3. უდინეზე 10 6 3 1 13:4 21 4. იუვენტუსი 9 5 4 0 15:7 19 5. პალერმო 10 5 1 4 14:12 16 6. ნაპოლი 10 4 3 3 13:7 15 7. რომა 10 4 2 4 13:11 14 8. კატანია 10 3 5 2 12:16 14 9. სიენა 10 3 4 3 12:8 13 10. ფიორენტინა 11 3 4 4 10:9 13 11. კალიარი 11 3 4 4 10:12 13 12. ჯენოა 9 3 3 3 13:12 12 13. ატალანტა 10 5 3 2 13:12 12 14. კიევო 10 3 3 4 8:11 12 15. პარმა 10 4 0 6 12:18 12 16. ინტერი 10 3 2 5 13:17 11 17. ბოლონია 10 3 1 6 9:16 10 18. ლეჩე 10 2 2 6 8:16 8 19. ნოვარა 10 1 4 5 12:19 7 20. ჩეზენა 10 0 3 7 3:13 3 ბომბარდირები დი ნატალე („უდინეზე“) – 8, დენისი („ატალანტა“) – 7, ჯოვინკო („პარმა“), კლოზე („ლაციო“) – 6, პალასიო („ჯენოა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), ოსვალდო („რომა“), იბრაჰიმოვიჩი („მილანი“) – 5, მორალესი („ატალანტა“), მატრი („იუვენტუსი“), კალაიო („სიენა“), ნოჩერინო („მილანი“), კავანი („ნაპოლი“), მარკიზიო („იუვენტუსი“), რიგონი („ნოვარა“) – 4. 20 ნოემბერი ბოლონია-ჩეზენა; კატანია-კიევო; ჯენოა-ნოვარა; იუვენტუსი-პალერმო; პარმა-უდინეზე; სიენა-ატალანტა; რომა-ლეჩე. | |
|