aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » “იუვენტუსი” – “ჯენოა”
14:06
“იუვენტუსი” – “ჯენოა”

არის "იუვენტუსი” "სკუდეტოსთვის” ბრძოლის ფავორიტი? თუ ასეა, "ბიანკონერებს” ისევ გამარჯვებების გზაზე დაბრუნება მოუწევთ, ამის ბრწყინვალე შანსი კი დღეს, საკუთარ სტადიონზე მიეცემათ…

"მილანთან” მოპოვებულმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ უკვე ყველას დაავიწყა "კიევოსთან”, "კატანიასა” და "ბოლონიასთან” დაკარგული ქულები. ეს ყველაფერი კი "იუვენტუსმა” უკვე ამ სეზონში მოასწრო.

კვირას, უგოლო ფრედ დასრულებული მატჩი "სერია ა” -ში ერთპიროვნული ლიდერობის ხელიდან გაშვებული შანსი იყო. "მფრინავმა ვირებმა” ბრწყინვალე დაცვითი განსწავლულობა გამოიჩინეს და საკუთარი კარების 90 წუთის განმავლობაში მშრალად შენახვა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო დელ პიეროს სეზონის პირველი გოლის გატანამდე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა.

უკვე მერამდენე დღეა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ დელ პიეროსადმია მიპყრობილი. ანდრეა ანიელიმ ნათლად განაცხადა კაპიტნის წასვლის შესახებ, რაც ბევრისთვის, უბრალოდ, შოკი იყო. ცხადია, არავის გაუკვირდება, თუ ასეთი სიახლე გუნდის თამაშსაც დაასვამს დაღს, დელ პიეროს გარეშე "იუვენტუსის” წარმოდგენა თავად ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.

თავისმხრივ, გადაწყვეტილებების მიღება ანტონიო კონტესაც მოუწევს. საინტერესოა, ისევ დარჩება 4-1-4-1 ტაქტიკის ერთგული თუ მცირე ხნით 4-4-2 -ს დააბრუნებს? ტრავმირებული ფეხბურთელები თითქმის არ არიან, შეხვედრას ტრიბუნებიდან "ბენტეგონიზე” მიღებული ტრავმის გამო მხოლოდ ჯიაკერინი დააკვირდება. ამასთან, შესაძლოა, ცენტრში ისევ ბარცალი-ბონუჩის დუეტი დადგეს, მარცხენა ფლანგი კი, როგორც "მილანთან” მატჩში, კიელინიმ დაიკავოს.

"ჯენოა” დღევანდელ შეხვედრამდე ორი გამარჯვებით მოვიდა, გენუელებმა მეორე ტურში "ლაციო”, მესამეში კი "კატანია” დაამაცხეს და ამჟამად ექვს თამაშში აღებული 8 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ. აქამდე იყო მარცხი "პარმასა” და "კიევოსთან” და ფრედ დასრულებული შეხვედრა სამხრეთიტალიურ "ლეჩესთან”.

პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ მედიას განუცხადა, ჩემი გუნდისგან მეტს ველოდებიო, თუმცა ალბერტო მალეზანის გაშვების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. ეს უკანასკნელი "ბოლონიადან” გასულ ზაფხულს გადმობარგდა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სპეციალისტები უფრო დელიო როსის ან ჯიჯი დი კანიოს ელოდნენ.

მალეზანი, სავარაუდოდ, 4-3-1-2 ფორმაციით ითამაშებს, თუმცა კახა კალაძის გარეშე. ვეტერანი ქართველი მცველი "ჯიალოროსებთან” შეხვედრაში მიღებული ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება საკუთარ გუნდს. დაცვაში ახლა დაირო დაინელი და ემილიანო მორეტი დადგებიან.


ისტორიული კუთხით, "იუვენტუსს” დიდი უპირატესობა აქვს 35 მოგებით, 7 ფრითა და მხოლოდ ორი მარცხით. ეს ექვსი ქულაც "ჯენოამ” 1937 და 1991 წლებში მოიპოვა. მას შემდეგ ტურინში გენუელებმა მხოლოდ ერთ ქულას მოუყარეს თავი. საგულისხმოა, რომ საკუთარ არენაზე ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში, ტურინელებმა "ჯენოას” კარი ათჯერ აიღეს.

სავარაუდო გმირები: საინტერესოა, ითამაშებს თუ არა ალესანდრო დელ პიერო. და თუ ითამაშებს, როგორი იქნება მისი საფეხბურთო რეაქცია გასული კვირის მოვლენებისადმი? დღევანდელ მატჩში კაპიტანს განსაკუთრებული მოტივაცია ექნება, ეს კი წარმატებული ფეხბურთის მთავარი გარანტია.

სავარაუდო შემადგენლობა: (იუვენტუსი): სტორარი, ლიხტშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, ბარცალი, პირლო, მარკიზიო, კრასიჩი, პეპე, მატრი, ვუჩინიჩი.

(ჯენოა): ფრე, როსი, დაინელი, მორეტი, ანტონელი, კუჩკა, ველოსო, ბირსა, მერკელი, პალასიო, კარაჩიოლო.

არბიტრი: რომეო.

კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 555 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]