18:28 “იუვენტუსმა” “ზენიტს” იაკვინტას უფასოდ აყვანა შესთავაზა | |
ტურინის "იუვენტუსი” გუნდიდან ვინჩენცო იაკვინტას გასაშვებად ძალ-ღონეს არ იშურებს. Canaljuve.it-ის ცნობით, "ბებერი სინიორას” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ რუსული "ზენიტის” თავკაც ლუჩიანო სპალეტის პირადად დაურეკა და 32 წლის ფორვარდის უფასოდ აყვანა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ტურინელებს სამი თავდამსხმელის – კარვალიუ ამაურის, ლუკა ტონისა და ვინჩენცო იაკვინტას გასხვისება სურთ. იტალიელები უკანასკნელ ორს "მარსელს” სთავაზობდნენ, მაგრამ ფრანგებმა ვეტერანი თავდამსხმელების შეძენაზე უარი თქვეს. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, იაკვინტას არცერთი მატჩი ჩაუტარებია.
| |
|