18:29 ჯილარდინო: “პრანდელი კარგად მიცნობს” | |
იტალიური "ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და ცდილობს, "სკუადრა აძურას” თავკაცი ჩეზარე პრანდელი მის საჭიროებაში დაარწმუნოს. "იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 11 გოლი მაქვს, რაც, იმედია, ევრო 2012-ზე თამაშშიც დამეხმარება. მართალია, კარიერის საუკეთესო სეზონს არ ვატარებ, მაგრამ პრანდელის ჩემი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. თუკი ევროპის ჩემპიონატზე მაინც არ გავემგზავრები, ტრაგედია არ იქნება. ვეცდები, მიზეზები საკუთარ თავში ვეძიო და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ვიფიქრო”, - განუცხადა 29 წლის თავდამსხმელმა თუტტოსპორტ-ს. ცნობისათვის, ჯილარდინო იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს. მან "სკუადრა აძურას” შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის ავტორი გახდა.
| |
|