17:44 ჯოვინკო დაბრუნებაზე უარს ამბობს | |
იტალიური "პარმას" ნახევარმცველმა სებასტიან ჯოვინკომ წერტილი დაუსვა ტურინის იუვენტუსში თავის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. "იუვენტუსს ჩემი დაბურნება უნდა? ამის შესახებ არც კი მსმენია. მე "პარმაში" ვრჩები, ამ კლუბს ვჭირდები, თანაც, აქ მუდმივი სათამაშო დრო მაქვს და ტურინში დაბრუნებას არ ვაპირებ." "იუვეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამ გუნდს შესანიშნავი გულშემატკივარი ჰყავს, რომელთაც ადრე ჩემი სხვა გუნდში გადასვლა არ სურდათ. ამასთან, მე ტურინში მქონდა იმის ბედნიერება, რომ დელ პიეროს გვერდით მეთამაშა, თუმცა იქ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება არ მომეცა." - განაცხადა ჯოვინკომ.
| |
|