16:57 "კალიარის" ფეხბურთელები მზად არიან ყოფილი მწვრთნელის დასახმარებლად | |
როგორც MilanNews.it იტყობინება "კალიარის" ყველა ფეხბურთელი მზად არის ყოფილი მწვრთნელის დასახმარებლად. ალეგრიმ "კალიარი" 2 წლის წინ დატოვა, მაგრამ მიდინარე ტურის მატჩში სარდინიელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "იუვენტუსთან" ქულები აიღონ. აქ კი გთავაზობთ"კალიარის" ფეხბურთელების მცირე ინტერვიუებს, რომელიც La Gazzetta Dello Sport-მა გამოაქვეყნა.
დანიელე კონტი:"ალეგრი არის მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ჩვენ ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ." მიკელე აგაცი:"ის საოცარი პიროვნებაა, ყოველთვის იღიმის. მე სიტყვებს ვერ ვპოულობ მის დასახასიათებლად. მე მისი მწვრთნელობის დროს მხოლოდ და მხოლოდ 3-ჯერ ვითამაშე, მაგრამ მომეწონა მასთან და ლანუჩისთან (მეკარეების მწვრთნელი) მუშაობა. საკმარისია ჩვენი შედეგების ხილვა მისი მწვრთნელობის პერიოდში, იმის გასაგებად თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ მასთან." დავიდე ასტორი:"ბატონი? ის უნიკალურია, წარმოუდგენელი ადამიანი. "კალიარიში" მას ყოველთვის გამარჯვება სურდა. ამავდროულად ჩვენ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 20 წლის წინ "იუვენტუსმა" არ დაინდო ჩვენი კლუბი და სერია ბ-ში გაგვაგზავნა. ახლა ჩვენი ჯერია." საერთოდ "კალიარის" ყველა ფეხბურთელი მზად არის დახმარება გაუწიოს ყოფილ მწვრთნელს და ბრძოლა გაუმართონ "იუვენტუსს". | |
|