22:41 კანუტეს ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს | |
ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში, სადაც "ბარსელონამ" "სევილიას" უმასპინძლა, თამაშის მიწურულს ინციდენტი მოხდა. სტუმართა ფეხბურთელმა კანუტემ, "ბარსელონას" ნახევარმცველს ყელში ხელები მოუჭირა, შემდეგ კი უბიძგა და წააქცია. მსაჯმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოახდინა და "სევილიელი" მოედნიდან გააძევა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა "სევილიელთა" კარის მიმართულებით იტურალდე გონსალესმა პენალტი დანიშნა. 11 მეტრიანის ნიშნულთან მესი მივიდა, თუმცა კანუტემ მას ბურთზე ფეხი წაუკრა, შემდეგ კი ფაბრეგასს გადასწვდა. მოგვიანებით, "სევილიელებმა" კანუტეს დასაცავად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანეს, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო - კანუტე მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ინციდენტს მოქმედი კანონის 123-ე მუხლი მიუყენა, რაც თავის მხრივ 1-დან 3 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. | |
|