aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » კასანო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
10:03
კასანო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის” თავდამსხმელი ანტონიო კასანო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ოქტომბერში გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, "სკუადრა აძურას” სამწვრთნელო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ 29 წლის თავდამსხმელი უკრაინა-პოლონეთში გამგზავრებას შეძლებდა, მაგრამ ფეხბურთელი ბურთთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ ივნისში დაიწყებს.
"ბურთთან ერთად აქტიურ ვარჯიშს ივნისში დავიწყებ. იქამდე კი, მხოლოდ სიარულს შევძლებ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან მეხმარება. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მასთან, ისევე, როგორც გუნდის თითოეულ წევრთან, ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს”, - განაცხადა კასანომ.
ცნობისათვის, ანტონიო კასანო იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 28 მატჩი და 9 გოლია.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 543 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]