aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 30 » კასანო ლაზარეთშია
23:48
კასანო ლაზარეთშია
გუშინ რომიდან მილანში თვითმფრინავით მგზავრობისას ანტონიო კასანომ თავი ცუდად იგრძნო და მალპენზას აეროპორტში ჩაფრენისთანავე საავადმყოფოში წაიყვანეს.

გუშინდელი მატჩი კასანოს პირველივე წუთიდან არ დაუწყია, მაგრამ მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ მან კარგად ითამაშა და "მილანის" ამჟამინდელ ბომბარდირს ანტონიო ნოჩერინოს საგოლე გადაცემა გაუკეთა, მაგრამ "პალერმოდან" გადმოსულმა 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა.

"მილანი" გატყობინებთ, რომ ანტონიო კასანომ შაბათის რეისზე თავი ცუდად იგრძნო. ის ამჟამად მილანის პოლიკლინიკაში შემოწმებას გადის", - ადასტურებს "როსონერის" ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ანტონიო კასანო საკმაოდ კარგად ათამაშდა, რაზეც მისი 7 საგოლე გადაცემაც მეტყველებს.

მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ გაურკვეველია და სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი. სამშაბათს ბელორუსში ჩემპიონთა ლიგაზე "ბატესთან" გასამართ მატჩში კასანოს თამაშის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 563 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]