aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » კაცნაკლული “ჯენოა” “მილანთან” დამარცხდა
12:08
კაცნაკლული “ჯენოა” “მილანთან” დამარცხდა
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მატჩში, გენუაში “მილანი” ადგილობრივ “ჯენოას” დაუპირისპირდა.
მატჩის დებიუტში მასპინძელთა კარის აღება ორჯერ შეეძლო ანტონიო ნოჩერინოს, მაგრამ მან ხელსაყრელი პოზიციებიდან მილანელთა დაწინაურება ვერ შეძლო. მე-15 წუთისთვის მატჩი შეწყდა და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ვეღარ გაგრძელებულიყო. საქმე ისაა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ფეხბურთელებთან ერთად, “ლუიჯი ფერარისზე” შეკრებილი მაყურებლებიც შეაწუხა. საბედნიეროდ, მალე ყველაფერი რიგზე დადგა და თამაში განახლდა.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა გახსნეს. “ჯენოას” ქართველმა მცველმა კახა კალაძემ მე-2 ყვითელი ბარათი და პენალტი “აიკიდა”, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი, დარტყმა იდეალურად შეასრულა და “მილანი” წინ გაიყვანა. სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა. მალე “როსონერი” 2-ბურთიანი უპირატესობითაც დაწინაურდა: კევინ პრინს ბოატენგის კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას ანტონიო ნოჩერინო დაუხვდა და საბოლოო ანგარიში - 0:2 დააფიქსირა.

გენუა. “ლუიჯი ფერარისი”. 23000 მაყურებელი.
ჯენოა - მილანი 0:2 (0:0)
ჯენოა: ფრეი, დაინელი, კალაძე, მორეტი, გრენკვისტი, მესტო, ველოზუ, კონსტანტი (მერკელი 69), როსი, იანკოვიჩი (ედუარდო 77), პრატო (ხორკერა 88)
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი
მილანი: ამელია, სილვა, იეპესი, ანტონინი, აბატე, ამბროზინი (ზეედორფი 69), ბოატენგი, ნოჩერინო, აკვილანი, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო (ელ-შაარვი 88).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (56პ.), 0:2 ნოჩერინო (79)
გაფრთხილებები: გრენკვისტი (31), მორეტი (44), კალაძე (48), ველოზუ (87) - ამბროზინი (13), ანტონინი (33), რომა (88)
გაძევება: კალაძე (54)
კარში დარტყმა: 7 (3) – 13 (6) ჯარიმა: 12 - 11 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 28% - 72% სეივი: 4 – 3

3 დეკემბერი: ინტერი - უდინეზე, ნაპოლი - ლეჩე.
4 დეკემბერი: კატანია - კალიარი, ბოლონია - სიენა, კიევო - ატალანტა, ფიორენტინა - რომა, იუვენტუსი - ჩეზენა, პარმა - პალერმო.
5 დეკემბერი: ლაციო - ნოვარა.
ბომბარდირები: დენისი (“ატალანტა”) – 10, დი ნატალე (“უდინეზე”) – 9, იბრაჰიმოვიჩი (“მილანი”) – 8, ჯოვინკო (“პარმა”) – 7, კლოზე (“ლაციო”), მატრი (“იუვენტუსი”) – 6.


1. მილანი 13 8 3 2 29:14 27
2. იუვენტუსი 12 7 5 0 22:10 26
3. უდინეზე 12 7 3 2 15:6 24
4. ლაციო 12 6 4 2 16:9 22
5. პალერმო 12 6 1 5 16:15 19
6. ნაპოლი 12 4 5 3 17:11 17
7. რომა 12 5 2 5 15:14 17
8. კატანია 12 4 5 3 14:18 17
9. ჯენოა 12 4 3 5 14:16 15
10. პარმა 12 5 0 7 15:20 15
11. კიევო 12 4 3 5 10:16 15
12. სიენა 12 3 5 4 14:11 14
13. ატალანტა 12 5 5 2 16:15 14
14. კალიარი 12 3 5 4 11:13 14
15. ინტერი 11 4 2 5 14:17 14
16. ფიორენტინა 12 3 4 5 10:11 13
17. ბოლონია 12 3 2 7 10:18 11
18. ნოვარა 12 2 4 6 14:21 10
19. ჩეზენა 12 2 3 7 6:13 9
20. ლეჩე 12 2 2 8 9:19 8
კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 579 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]