17:53 კლოზე “მილანისთვის” ზედმეტად ბებერი აღმოჩნდა | |
“მილანის” სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ მიროსლავ კლოზესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გასულ ზაფხულში, იტალიელებმა გერმანელი თავდამსხმელი ასაკის გამო დაიწუნეს. “კლოზეს შეძენაზე უარი 2 მიზეზის გამო ვთქვით – პირველი იყო ის, რომ მას სურდა გადასულიყო გერმანულ გუნდში, რომელშიც მუდმივ სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა, ხოლო მე-2 მიზეზი ის იყო, რომ კლოზე უკვე 33 წლისაა” – ციტირებს ბრაიდას სიტყვებს Corriere dello Sport-ი. აღსანიშნავია, რომ “მილანში”, 33 წელს მიღწეული ან გადაცილებული ფეხბურთელების რაოდენობა ათია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ათ მატჩში კლოზემ 6 გოლი გაიტანა, აქედან ერთი სწორედ “მილანის” კარში. გარდა ამისა, გერმანელმა 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. | |
|