16:25 კონტი: “მინდორი მწყობრშია, მატჩი სხვა მიზეზით გადაიდო” | |
გუშინ საღამოს ალესიო კონტი იმყოფებოდა ნეაპოლის სტადიონ „სან პაოლოზე“ და მან გადაცემა “Live Series”-სთვის რამდენიმე განცხადება გააკეთა, რასაც მოწმობს calcionapoli24.it. „დღეს ამინდის გამო მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება პრეფექტურამ მიიღო. თუმცა ამ მომენტისათვის საკამოდ მშვიდი ამინდია. მატჩი სხვა მიზეზით გადაიდო“. ასევე გავრცელდა პამპა სოსას კომენტარები: „სან პაოლოს“ სათამაშო მოედანი მწყობრშია მატჩის ჩასატარებლად”. პამპა სოსა “Sky”-სთან საუბარში საუბრობდა იმ სადავო გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც გადაიდო მატჩი „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის. ამასვე მოწომობს CalcioNapoli24-ის რედაქტორების განცხადება: „მოედანი ბრწყინვალე მდგომარეობაშია, სიამოვნებით გავაგორებდი ბურთს და ვითამაშებდი“. ამის შემდეგ კი გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც გუშინ საღამოს „სან პაოლოს“ სტადიონზეა გადაღებული დაახლოებით გადადებული მატჩის გასამართი დროისათვის. | |
|