14:48 “ლანუსი” ჰაინცეს ელაპარაკება | |
არგენტინული "ლანუსი”, რომელმაც აპერტურაში მე-6 ადგილი დაიკავა, უკანა ხაზის გაძლიერებას "რომას” მცველის, გაბრიელ ჰაინცეს მეშვეობით გეგმავს. ამის შესახებ არგენტინული მასმედია იუწყება. 33 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად სამშობლოში შვებულებას ატარებს და მას ლანუსური კლუბის პრეზიდენტი ნიკოლას რუსო შეხვდა. თუ გარიგება შედგა, მაშინ ჰაინცე მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელიც იტალიიდან ხსენებულ კლუბში დაბრუნდება – მანამდე მსგავში ნაბიჯი ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველმა მაურო კამორანეზიმ გადადგა. მიმდინარე სეზონში ჰაინცემ "რომას” შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა. | |
|