aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 9 » ლოგიკური სერია A
10:43
ლოგიკური სერია A
იტალიის სერია A-ს გუშინდელი დღე გამორჩეული მოსალოდნელი შედეგების დაფიქსირებით იყო. ჩატარებული 8 მატჩიდან ყველაში იმ გუნდმა იმარჯვა, რომელიც თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა.
ივარაუდებოდა, რომ მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს, „მილანს“ ბერგამოში რთული მატჩი ელოდა, მაგრამ „როსონერიმ“ მიმდინარე სეზონში კარგად მოთამაშე „ატალანტა“ იოლად დაამარცხა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, როდესაც იბრაჰიმოვიჩმა პატოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 82-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოს კუთხესთან მყოფმა ზლატანმა მეტოქე ბურთის მკერდით მიღების დროს მოატყუა, რასაც კარისკენ დაძრული ბოატენგის მისამართით გადაცემის გაკეთება და შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.
წაუგებლად თამაშს განაგრძობს „იუვენტუსი“, რომელმაც 3 ქულა ლეჩეში მოიპოვა. მატჩის 23-ე წუთზე, ტურინელთათვის სამწუხარო რამ მოხდა - მეტოქესთან შეჯახების დროს, ღაწვის ძვალი გაიტეხა ფაბიო კვალიარელამ, რომელსაც ოპერაცია სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ამბავი „იუვენტუსისთვის“ სამწუხაროა, მაგრამ კონკრეტულად „ლეჩესთან“ გამართულ მატჩში, იგი „ბებერი სინიორასთვის“ იღბლიანი გამოდგა. საქმე ისაა, რომ კვალიარელას ნაცვლად მოედანზე შესულმა მატრიმ, ოთხ წუთში, მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და მის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს თავი შედეგიანად დაჰკრა, რამაც „იუვეს“ 3 ქულა მოუტანა.
ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა „უდინეზემ“. დღის პირველ მატჩში, ფრანჩესკო გვიდოლინის შეგირდებმა „ჩეზენა“ გაანადგურეს. უდინელებმა ანგარიში პირველსავე წუთზე, ფლორო ფლორესის გადაცემისა და დი ნატალეს ზუსტი დარტყმის წყალობით გახსნეს. 39-ე წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედნის წინა ხაზიდან ეფექტური დარტყმით, ედერმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-2 ნახევარში, ასამოას, ბასტასა და დი ნატალეს ზუსტი შორეული დარტყმების წყალობით, მასპინძლებმა იოლად იმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბასტას გოლი - მასპინძელთა მე-8 ნომერმა, დაახლოებით 35 მეტრიდან, არცთუ ძლიერად, მაგრამ ძალიან ზუსტად დაარტყა.
ზედიზედ მესამედ იმარჯვა „რომამ“, რომელმაც თანაქალაქელ „ლაციოსთან“ ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. „ჯალოროსიმ“ „კიევო“ ტოტის დუბლით დაამარცხა. რომაელთა კაპიტანმა ლამელასა და ბოიანის მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანებით იხეირა.
იოლად

უდინეზე-ჩეზენა 4:1 (1:1)
უდინე, “ფრიული” 18000
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, ბენატია, დანილო (ფერონეტი 85), დომიცი, ბასტა, ისლა, პინცი, ასამოა, არმერო (პასკუალე 86), ფლორო ლორესი, დი ნატალე (ფაბრინი 83).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ჩეზენა (4-2-3-1): ანტონიოლი, კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო, პაროლო, გუანა, ჩეკარელი (როსი 69), მუტუ, კანდრევა (კოლუჩი 68), ედერი.
მწვრთნელი: დანიელე არიგონი.
გოლები: 1:0 დი ნატალე (1), 1:1 ედერი (39), 2:1 ასამოა (54), 3:1 ბასტა (75), 4:1 დი ნატალე (82).
გაფრთხილებები: ბენატია 31 - ლაურო 27, პაროლო 48.
გაძევება: ლაურო 61.
მსაჯი: გაბრიელე გავა.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 17 (6)-9 (4), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 11-13.

ატალანტა-მილანი 0:2 (0:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 15000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, მასიელო, ფერი, მანფრედინი, პელუზო, სკელოტო (გაბიადინი 79), ჩიგარინი, კარმონა (ბონავენტურა 71), პადოინი, მარილუნგო (ტირიბოკი 56), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი, ბონერა, მექსე, სილვა, ძამბროტა, ბოატენგი, ვან ბომელი, ნოჩერინო, ემანუელსონი, იბრაჰიმოვიჩი, პატო (რობინიო 68).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (22, პენ), 0:2 ბოატენგი (82).
გაფრთხილებები: კარმონა 31, მანფრედინი 74, ჩიგარინი 80, დენისი 90 - ბოატენგი 18, ბონერა 27.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 7 (4)-10 (5), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 16-19.

ბოლონია-კატანია 2:0 (0:0)
ბოლონია, “რენატო დალ’არა” 14500
ბოლონია (3-4-1-2): ჟიე, რაგი, ლორია (ჩერუბინი 37), ანტონსონი, პულცეტი, მუდინგაი, პერესი, მორლეო, დიამანტი (რამირესი 64), აკვაფრესკა (ხიმენესი 82), დი ვაიო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
კატანია (3-5-2): კამპანოლო, ალვარესი, ლეგროტალიე, ბელუსკი, ისკო, ალმირონი, ლოდი, ბარიენტოსი (ბერგესიო 74), მარკეზე (ლამა 64), გომესი (ბიაჯანტი 46), ლოპესი.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 1:0 ჩერუბინი (50), 2:0 დი ვაიო (90).
გაფრთხილებები: დი ვაიო 28, მუდინგაი 48, ჩერუბინი 77 - ლეგროტალიე 28, მარკეზე 33, ალვარესი 42, ისკო 45, ბიაჯანტი 55.
გაძევება: ბიაჯანტი 78.
მსაჯი: ანდრეა რომეო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (7)-6 (2), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 11-29.

კალიარი-ჯენოა 3:0 (1:0)
კალიარი, “სანტ ელია” 6000
კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი, დესენა, ეკდალი (ბიონდინი 80), ნაინგოლანი (არიაუდო 85), კოსუ, ლარივეი, იბარბო (ელ კაბირი 83).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
ჯენოა (4-3-3): ფრეი, მესტო, გრანქვისტი, დაინელი, მორეტი, კონსტანტი (ანტონელი 70), სეიმური, კუჩკა (ხორკერა 35), როსი, ჯილარდინო, იანკოვიჩი (მერკელი 82).
მწვრთნელი: პასკუალე მარინო.
გოლები: 1:0 ლარივეი (13, პენ), 2:0 იბარბო (56), 3:0 გრანქვისტი (72, ს.კ.).
გაფრთხილებები: აგოსტინი 45, ეკდალი 51 - გრანქვისტი 24, კონსტანტი 58, დაინელი 75.
გაძევება: მორეტი 66.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 18 (9)-7 (2), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 18-14.

ლეჩე-იუვენტუსი 0:1 (0:1)
ლეჩე, “ვია დელ მარე” 23500
ლეჩე (3-5-2): ბენასი, ოდო, ტომოვიჩი, ესპოზიტო, კუარდადო, ჯაკომაცი, ობოდო (კორვია 82), სტრასერი (ოლივერა 5), მესბა, მურიელი, დი მიკელე (პასკუატო 73).
მწვრთნელი: სერსე კოზმი.
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ვიდალი, პირლო (მარონე 87), მარკიზიო, პეპე (დე ჩელიე 85), კვალიარელა (მატრი 23), ვუჩინიჩი.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლი: 0:1 მატრი (27).
გაფრთხილებები: ოდო 39, ოლივერა 53, კუარდადო 68 - ვიდალი 53, კიელინი 64.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 10 (3)-13 (7), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 3-4, სეივი: 6-3, ჯარიმა: 19-16.

ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (0:2)
ნოვარა, “სილვიო პიოლა” 12000
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი, მორგანელა, პაცი, ჩენტურიონი, ჯემიტი, მარიანინი, პორკარი, რიგონი, მაცარანი (პინარდი 50), მეჯორინი (რუბინო 51), კარაჩოლო (გრანოშე 69).
მწვრთნელი: ატილიო ტესერი.
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი, გამბერინი, ნატალი, ნასტასიჩი, კასანი (დე სილვესტრი 85), ბეჰრამი, მონტოლივო, სალიფუ (ხარჯა 80), ვარგასი, იოვეტიჩი, ლიაიჩი (ლაცარი 67).
მწვრთნელი: დელიო როსი.
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (20, პენ), 0:2 მონტოლივო 42, 0:3 იოვეტიჩი (49).
გაფრთხილებები: ჩენტურიონი 19 - ნასტასიჩი 35, სალიფუ 68.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 5 (0)-12 (4), კუთხური: 12-1, თამაშგარე: 6-1, სეივი: 1-0, ჯარიმა: 16-19.

რომა-კიევო 2:0 (1:0)
რომა, “ოლიმპიკო” 36000
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი, ტადეი, ჟუანი, ჰაინცე, ხოსე ანხელი, პიანიჩი, დე როსი (გრეკო 79), სიმპლისიო (გაგო 68), ტოტი (კაპრარი 87), ლამელა, ბოიანი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო, ფრეი, ანდრეოლი, სეზარი, იოკიჩი, ლუსიანო, ბრედლი, ჰეტემაი (რიგონი 81), ტერო (ურიბე 83), პელისიერი, პალოსკი (მოსკარდელი 59).
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
გოლები: 1:0 ტოტი (34, პენ), 2:0 ტოტი (78, პენ).
გაფრთხილებები: ბოიანი 13, ტოტი 36, ჰაინცე 84 - ჰეტემაი 73, სეზარი 77.
მსაჯი: მატეო რუსო.
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 14 (8)-8 (2), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-6, ჯარიმა: 18-15.

პალერმო-ნაპოლი 1:3 (0:1)
პალერმო, “რენცო ბარბერა” 22000
პალერმო (4-3-1-2): ბენუსი, მუნიოსი, სილვესტრე, სეტო, ბალცარეტი, მილიაჩო, დელა როკა (აკვა 46), ბარეტო, ვასკესი (ალვარესი 46), მიკოლი, ბუდანი (მეჰმეტი 68).
მწვრთნელი: ბორტოლო მუტი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, ინლერი, გარგანო (ჯემაილი 71), დოსენა, ჰამშიკი (სუნიგა 77), პანდევი (ჩავესი 82), კავანი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 0:1 პანდევი (35), 0:2 კავანი (54), 0:3 ჰამშიკი (60), 1:3 მიკოლი (89).
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (4)-13 (7), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 5-10.

1. მილანი 17 11 4 2 37:16 37
2. იუვენტუსი 17 10 7 0 28:11 37
3. უდინეზე 17 10 5 2 24:10 35
4. ლაციო 17 8 6 3 24:17 30
5. ინტერი 17 9 2 6 27:19 29
6. ნაპოლი 17 7 6 4 32:19 27
7. რომა 17 8 3 6 23:19 27
8. კატანია 17 5 7 5 20:25 22
9. ფიორენტინა 17 5 6 6 18:15 21
10. კალიარი 17 5 6 6 15:17 21
11. პალერმო 17 6 3 8 19:23 21
12. ჯენოა 17 6 3 8 19:27 21
13. ატალანტა 17 6 8 3 23:21 20
14. კიევო 17 5 5 7 13:20 20
15. პარმა 17 5 4 8 21:31 19
16. სიენა 17 4 6 7 18:16 18
17. ბოლონია 17 5 3 9 16:24 18
18. ნოვარა 17 2 6 9 17:32 12
19. ჩეზენა 17 3 3 11 9:24 12
20. ლეჩე 17 2 3 12 17:34 9

ბომბარდირები
დენისი („ატალანტა“), დი ნატალე („უდინეზე“), იბრაჰიმოვიჩი („მილანი“) – 12, კავანი („ნაპოლი“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“) – 9, კლოზე („ლაციო“) – 8.

შემდეგი ტური
14 იანვარი
კატანია-რომა.
15 იანვარი
ლაციო-ატალანტა; ჩეზენა-ნოვარა; კიევო-პალერმო; ფიორენტინა-ლეჩე; ჯენოა-უდინეზე; იუვენტუსი-კალიარი; პარმა-სიენა; მილანი-ინტერი.
16 იანვარი
ნაპოლი-ბოლონია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 567 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]