aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » ლუის ენრიკეს თამაშის წინ ჩატარებული პრესს-კონფერენცია
18:01
ლუის ენრიკეს თამაშის წინ ჩატარებული პრესს-კონფერენცია
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა,ლუის ენრიკემ "ჩეზენასთან" მატჩის წინ პრესს-კონფერენცია ჩაატარა.

რას იტყვით დე როსის ჯამრთელობასთან დაკავშირებით ?

- უმჯობესია ამაზე ექიმებმა რომ ილაპარაკონ,მათ მეტი იციან.დანიელე იტანჯება ტკივილისაგან რამოდენიმე დღეა,ჩანს რომ პრობლემა არც თუ ისე რთულია,ჩვენ ვიმედოვნებთ რომ გამოჯამრთელება დიდხანს არ დააყოვნებს.ასევე არ ვიცი ითამაშებს თუ არა ის ხვალ.ყოველთვის არის რისკი,როდესაც მოთამაშეს ტრამვა აწუხებს,რომ ის ვერ ითამაშებს 100% ზე,მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ტრამვა არ არის საგანგაშო. 

"კატანიასთან" მატჩი - "ნაბიჯი უკან",თუ ყველაფერი ამინდის ბრალია ?

- არა,ამინდმა თამაში მხოლოდ მეორე ნახევარში გააფუჭა,პირველ ტაიმში შეგვეძლო მშვიდად გვეთამაშა,ზოგიერთი მოთამაშე სრიალებდა,მაგრამ ეს ორივე გუნდში ხდებოდა.ჩვენ პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ,კარგი შეტევები განვარხორციელეთ,მაგრამ შემდეგ თითქოს თავი დავკარგეთ,ვუშვებდით ბავშვურ შეცდომებს,"კატანია" ძალიან მარტივად გვიტევდა.ჩვენ თამაში არ გავდა იმას რაც მე მინდოდა.ყოველ თამაშში მინდა რომ ბურთი გვეჭიროს ჩვენ და ძლიერ პრესინგს ხშირად მივმართოთ.

პიზარო დაბრუნდა,რას იტყვით ?

- ჰო,ის დაბრუნდა,კარგად ვარჯიშობ,მგონია რომ ოჯახური საქმეები ცოტა მოწესრიგდა,მოხარული ვარ ამით.ხვალ ნახავთ მოხვდება თუ არა განაცხადში,როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშე.

შესაძლებელია თუ არა,რომ ოსვალდო უფრო ადრე დაბრუნდეს ?

- სიმართლე გითხრათ,არავინ ელოდა რომ ასე უცებ დაიწყებდა სირბილს,მაგრამ ყოველთვის მეშინია ფეხბურთელს ტრამვა არ გაუმწვავდეს,საჩქარო არაფერია. 

თქვენ კონტრაქტის გახანგრძლივება შემოგთავაზეს.

- იმ მომენტში როცა ყველას ეგონა უნდა,რომ გუნდიდან უნდა გავეშვი,ადმინისტრაციამ ასეთი წინადადება გააკეთა,ძალიან მესიამოვნა.წინ კიდევ ნახევარი სეზონია,უნდა დავამტკიცო რომ კონტრაქტის ღირსი ვარ.

რას იტყვით "ჩეზენაზე" ?

- ვფიქრობ ეს გუნდი კარგი დონისაა,ტექნიკური ფეხბურთელები ყავს.რაც არ უნდა იყოს მატჩი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ,ეს ჩვენ შეგვიძლია.

წინ გადატვირთული კალენდარი გაქვთ

- სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გავაკეთებთ რათა ბიჭებმა ტრამვა არ მიიღონ და ძალები თანაბრად გადავანაწილოთ.
კატეგორია: რომა | ნანახია: 588 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]