aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » „მადონინაში“ წარმატება „ინტერმა“ „გადაიბარა“
13:22
„მადონინაში“ წარმატება „ინტერმა“ „გადაიბარა“
სერია A-ს მე-18 ტურის უდავოდ ცენტრალურ შეხვედრას, მილანურ დერბის ორივე გუნდი ერთნაირი განზრახვით შეხვდა - როგორც „მილანს“, ასევე „ინტერს“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. მოგების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი ერთპიროვნულად გალიდერდებოდა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემდა. რაც შეეხება „ინტერს“, ზედიზედ მე-5 მოგების შემდეგ, „ნერაძურის“ სკუდეტოსთვის ბრძოლის იმედი გაუჩდა და „მადონინაში“ მარცხი რანიერის გუნდის საჩემპიონო ამბიციებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.
2012 წლის პირველი მილანური დერბის პირველი ტაიმი მეორეზე საინტერესო გამოდგა. თამაში მხოლოდ 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მაიკონის ჩაწოდების შემდეგ, ეფექტური ნახტომით, ტიაგო მოტამ ბურთს ადგილი აბიატის კარში მიუჩინა, მაგრამ არბიტრმა გოლი თამაშგარეს დაფიქსირების გამო გააუქმა. გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ „ინტერის“ 2 ფეხბურთელი თამაშგარეში მართლაც იყო, მაგრამ არა ტიაგო მოტა. ამ ეპიზოდის შემდეგ, უპირატესობას ნომინალური მასპინძლები დაეუფლნენ. „მილანმა“ პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც პენალტის ნიშნულთან მყოფ პატოს დარტყმაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. მე-20 წუთზე, უკვე ბოატენგმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მანაც არაზუსტად. მიუხედავად პირველ ტაიმში „მილანის“ უპირატესობისა, შესვენებამდე ყველაზე სახიფათო მომენტი მაინც „ინტერის“ ფეხბურთელებმა შექმნეს. მე-40 წუთზე, „როსონერის“ მცველების შეცდომის წყალობით, რიკი ალვარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ არგენტინელმა ნახევარმცველმა აბიატის ვერ აჯობა. ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი „მილანმა“ შექმნა. 45-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან ვან ბომელის დარტყმა „ინტერის“ კარის ხარიხამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე მოთამაშე ემანუელსონს სეზარმა აჯობა.
მე-2 ტაიმის პირველი სახიფათო მომენტიც „ინტერმა“ შექმნა და ამჯერად, არბიტრმა „ნერაძურის“ გატანილი გოლი ჩაუთვალა. 54-ე წუთზე, ნომინალურ სტუმართა კონტრშეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ძანეტის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, აბატეს ბურთზე თამაში მართებდა, მაგრამ „მილანის“ მარჯვენა მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, რისი წყალობითაც, მილიტო აბიატისთან პირისპირ გავიდა და ანგარიშიც გაიხსნა.
გოლიდან დაახლოებით ექვს წუთში, ნაგატომო ცდილობდა შორეული დარტყმით გატანას, მაგრამ იაპონელ მარცხენა მცველს მიზანმა მცირედით უმტყუნა.
რაც დრო გადიოდა, „მილანი“ მეტოქის კარზე ზეწოლას აძლიერებდა, მაგრამ 83-ე წუთამდე, საქმე რეალურად სახიფათო მომენტებამდე არ მიდიოდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ზეედორფმა დაახლოებით 35 მეტრიდან სცადა გატანა და ბურთის მოსაგერიებლად ჟულიო სეზარს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა. ორ წუთში, ბრაზილიელმა კიპერმა უკვე რობინიოს აუღო ახლო მანძილიდან და ვინაიდან ეს შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტი გამოდგა, „ინტერმა“ 3 ქულა მოიპოვა და ლიდერებთან სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა.
ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მილანურ დერბიში რომელიმე გუნდი რამდენიმე წარმატებულ თამაშს გადააბამს ხოლმე. აქამდე, ბოლო 3 „მადონინა“ „მილანს“ ჰქონდა მოგებული და თუ ამ გუნდების დაპირისპირების ტენდენციას გავითვალისწინებთ, ახლა „ინტერის“ ჯერი დადგა.
„მილანის“ მარცხით ვერ ისარგებლეს „იუვენტუსმა“ და „უდინეზემ“, რომლებმაც ქულები მოულოდნელად დაკარგეს. საკუთარ კედლებში „კალიარისთან“ მოთამაშე „იუვენტუსმა“ შინ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ტურინელები მე-7 წუთზე ვუჩინიჩის მიერ გატანილი გოლით კი იგებდნენ, მაგრამ მე-2 ნახევრის დასაწყისში, კოსუმ საჯარიმოს გარედან ქულების გამყოფი ბურთი გაიტანა.
რაც შეეხება „უდინეზეს“, იგი ბოლო 2 მატჩის წამგებ „ჯენოასთან“ დამარცხდა. შეხვედრის სტარტზე, ფერონეტიმ უდინელები კი დააწინაურა, მაგრამ 49-ედან 71-ე წუთამდე, გენუელებმა სტუმრებს 3 გოლი გაუტანეს. მალევე, „ჯენოა“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ „უდინეზემ“ მეტოქის კარში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.
მოულოდნელი იყო „ფიორენტინას“ საკუთარ კედლებში დამარცხებაც. ბოლო ხუთ მატჩში მე-4 მოუგებელი შეხვედრა ფლორენციელებმა „ლეჩესთან“ ჩაატარეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა, როდესაც დი მიკელემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა.

ლაციო-ატალანტა 2:0 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო” 30000
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი, ძაური, ბიავა, დიასი (დიაკიტე 42), რადუ, გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი, ერნანესი (მათუსალემი 41), კლოზე, როკი (დელ ნერო 88).
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, მასიელო (ტირიბოკი 76), ფერი, ლუჩინი, პელუზო, სკელოტო, ჩიგარინი, კარმონა (მორალესი 46), პადოინი, მარილუნგო (ბელინი 53), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 1:0 ერნანესი (20, პენ), 2:0 კლოზე (90).
გაფრთხილებები: დიასი 28, დიაკიტე 64 - კარმონა 7, ლუჩინი 43.
გაძევება: ლუჩინი 52.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 8 (5)-2 (2), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 26-15.

ჩეზენა-ნოვარა 3:1 (3:0)
ჩეზენა, “დინო მანუცი” 22413
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი, კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, როსი, ჩეკარელი, გუანა, პაროლო, კანდრევა (მარტინესი 76), ედერი (კოლუჩი 60), მუტუ (რენელა 65).
მწვრთნელი: დანიელე არიგონი.
ნოვარა (5-3-2): უიკანი, მორგანელა, პაცი, რინაუდო, დელაფიორე, ჯემიტი (მორიმოტო 53), იენსენი (მარიანინი 59), რადოვანოვიჩი, რიგონი, კარაჩოლო, მასკარა.
მწვრთნელი: ატილიო ტესერი.
გოლები: 1:0 მუტუ (20), 2:0 მუტუ (39, პენ), 3:0 რინაუდო (45+1, ს.კ), 3:1 მორიმოტო (89).
62-ე წუთზე, კანდრევამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: გუანა 42, ფონ ბერგენი 78 - დელაფიორე 5, რიგონი 38, რინაუდო 62, პაცი 69.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14 (7)-11 (7), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-6, სეივი: 6-6, ჯარიმა: 19-16.

კიევო-პალერმო 1:0 (0:0)
ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი” 6000
კიევო (4-3-1-2): სორენტინო, სარდო, ანდრეოლი, სეზარი, იოკიჩი, ლუსანო, ბრედლი, სამარკო (ჰეტემაი 68), ტერო, პალოსკი (აკერბი 88), პელისიერი (მოსკარდელი 84).
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
პალერმო (4-3-2-1): ბენუსი, მუნიოსი, სილვესტრე, მანტოვანი, ბალცარეტი, მილიაჩო, ბაჩინოვიჩი (ბერტოლო 76), ბარეტო, ვასკესი (მიკოლი 66), ილიჩიჩი, პინილია (ბუდანი 66).
მწვრთნელი: ბორტოლო მუტი.
გოლი: 1:0 სამარკო (50).
გაფრთხილებები: სამარკო 56, სეზარი 87 - ბაჩინოვიჩი 29, ბალცარეტი 90.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 9 (4)-7 (2), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 18-25.

ფიორენტინა-ლეჩე 0:1 (0:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 18474
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი, გამბერინი, ნატალი, ნასტასიჩი, კასანი (რომულო 80), ბეჰრამი, სალიფუ (ლაცარი 46), მონტოლივო, ვარგასი, იოვეტიჩი, ლიაიჩი (ჩერჩი 66).
მწვრთნელი: დელიო როსი.
ლეჩე (3-5-2): ბენასი (ჟულიო სერჟიო 51), ფერარიო, ესპოზიტო, ტომოვიჩი, კუარდადო, გროსმიულერი, ჯაკომაცი, ოლივერა, ბრივიო, მურიელი (კორვია 79), დი მიკელე.
მწვრთნელი: სერსე კოზმი.
გოლი: 0:1 დი მიკელე (66).
გაფრთხილებები: კასანი 65, რომულო 85, მონტოლივო 87 - ჯაკომაცი 48, ესპოზიტო 90+2.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 13 (7)-3 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-5, სეივი: 4-7, ჯარიმა: 11-16.

ჯენოა-უდინეზე 3:2 (0:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000
ჯენოა (4-3-3): ფრეი, მესტო, როსი, გრანქვისტი, კონსტანტი, მერკელი (კუჩკა 86), ველოზუ, ბიონდინი, იანკოვიჩი, ჯილარდინო, პალასიო (სეიმური 76).
მწვრთნელი: პასკუალე მარინო.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, ეკსტრანდი (პასკუალე 77), დანილო, ფერონეტი, ბასტა, ისლა, პინცი, ფერნანდესი (ფაბრინი 82), არმერო, ფლორო ფლორესი, დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 0:1 ფერონატი (14), 1:1 გრანქვისტი (49), 2:1 იანკოვიჩი (51), 3:1 პალასიო (71), 3:2 დი ნატალე (75, პენ).
გაფრთხილებები: ბიონდინი 75 - ეკსტრანდი 48, პინცი 90.
გაძევება: როსი 74.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 18 (14)-12 (8), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-7, სეივი: 5-11, ჯარიმა: 11-13.

იუვენტუსი-კალიარი 1:1 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს არენა” 30874
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პეპე (დელ პიერო 66), მატრი (კრასიჩი 71), ვუჩინიჩი (ბორიელო 81).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი, დესენა, ეკდალი, ნაინგოლანი, კოსუ (ელ კაბირი 74), იბარბო, ლარივეი (არიაუდო 70).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
გოლები: 1:0 ვუჩინიჩი (7), 1:1 კოსუ (48).
გაფრთხილებები: მატრი 51, ბარძალი 73 - კოსუ 38, დესენა 90.
მსაჯი: მარკო გუიდა.
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 10 (5)-3 (1), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-4, ჯარიმა: 12-18.

პარმა-სიენა 3:1 (1:0)
პარმა, “ენიო ტარდინი” 11628
პარმა (3-4-3): პავარინი, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, ვალიანი, მორონე, მუსაჩი (პერეირა 73), გობი, ბიაბიანი (სანტაკროჩე 63), ფლოკარი (პალადინო 90), ჯოვინკო.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
სიენა (4-4-2): პეგოლო, ვიტიელო (გროსი 56), როსეტინი, ტერცი, დელ გროსო, ანჯელო, გაცი (ვერგასოლა 73), დ’აგოსტინო, ბრიენცა, დესტრო (გონსალესი 72), კალაიო.
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
გოლები: 1:0 ბიაბიანი (24), 2:0 ვალიანი (66), 2:1 გროსი (79), 3:1 ჯოვინკო (90+4).
გაფრთხილებები: მორონე 40, ძაკარდო 56, პავარინი 90+1 - როსეტინი 15, გაცი 27.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 10 (6)-6 (3), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-3, ჯარიმა: 15-10.

მილანი-ინტერი 0:1 (0:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 80000
მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა (რობინიო 66), ბოატენგი, ვან ბომელი, ნოჩერინო (ზეედორფი 80), ემანუელსონი, პატო (ელ შაარავი 83), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ინტერი (4-4-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, მოტა, კამბიასო, ალვარესი (კივუ 67), მილიტო (სნეიდერი 76), პაცინი (ფორლანი 90).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლი: 0:1 მილიტო (54).
გაფრთხილებები: ბოატენგი 65, ნესტა 68, ელ შაარავი 90+1 - მოტა 89.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 12 (5)-9 (4), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 16-7.

1. იუვენტუსი 18 10 8 0 29:12 38
2. მილანი 18 11 4 3 37:17 37
3. უდინეზე 18 10 5 3 26:13 35
4. ლაციო 18 9 6 3 26:17 33
5. ინტერი 18 10 2 6 28:19 32
6. ნაპოლი 17 7 6 4 32:19 27
7. რომა 17 8 3 6 23:19 27
8. ჯენოა 18 7 3 8 22:29 24
9. კიევო 18 6 5 7 14:20 23
10. კალიარი 18 5 7 6 16:18 22
11. კატანია 17 5 7 5 20:25 22
12. პარმა 18 6 4 8 24:32 22
13. ფიორენტინა 18 5 6 7 18:16 21
14. პალერმო 18 6 3 9 19:24 21
15. ატალანტა 18 6 8 4 23:23 20
16. სიენა 18 4 6 8 19:19 18
17. ბოლონია 17 5 3 9 16:24 18
18. ჩეზენა 18 4 3 11 12:25 15
19. ლეჩე 18 3 3 12 18:34 12
20. ნოვარა 18 2 6 10 18:35 12

ბომბარდირები
დი ნატალე („უდინეზე“) – 13, დენისი („ატალანტა“), იბრაჰიმოვიჩი („მილანი“) – 12, კავანი („ნაპოლი“) – 10, იოვეტიჩი („ფიორენტინა“), კლოზე („ლაციო“) – 9.

16 იანვარი
ნაპოლი-ბოლონია.
კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 544 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]