13:03 მაქს, ახლა მისი დროა | |
მისნაირი ტალანტები იშვიათია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. დერბიში კარგმა შემოსვლამ და დამაჯერებელმა თამაშმა "ნოვარასთან" ბევრი აალაპარაკა. დარტყმის ხელოვნება, მტკიცე ხასიათი და შესანიშნავი ფორმა სტეფან ელ შაარავის მთავარი მახასიათებლებია, რითიც ის ცნობილი ხდება. ინტერნეტ სივრცეში გვერდები შეიქმნა, რომელიც პატარა "ფარაონს" ეძღვნება. ალბათ, იტალიის თასზე ამაღლებული გრძნობა მისთვის ბევრ რამეზე მეტია. იმის მიუხედავად, რომ ის "მილანში" დიდებული ფეხბურთელებისგან იჩრდილება, "ჯენოაში" ელ შაარავი მშვიდად და სერიოზულად მუშაობდა და მზად იყო უფრო მეტის გამოსავლენად, ვიდრე სხვები. პატომ ტრავმა მიიღო, ნახევარდაცვაშიც ტრავმიანობაა, რამაც მერკელის დაბრუნებასა და "ფარაონისთვის" შანსის მიცემას შეუწყო ხელი. ალეგრის ევალება, რომ ახალგაზრდა ფლეიმეიქერს ენდოს, რომელიც ენთუზიაზმით სავსეა და "მილანის" მაისურით თამაში ბედნერს ხდის. იბრა წინ, უკან რობინიო და ელ შაარავი, ასეთი თავდასხმა არავინ იცის როგორი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ, შეიძლება, ტაქტიკაში სიახლე იყოს. გამთამაშებელზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ბოატენგიც, რომელიც ცენტრში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და თავის ძალას შესაბამისად იყენებს. ასე რომ, მისტერ ალეგრის ცვლილება, რომელიც, შეიძლება, მომავალში წარმატებული აღმოჩნდეს, დღესაც, არაა გამორიცხული, რომ გაამართლოს. | |
|