aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » მალდინი: "მილანს" არ ვუნდივარ"
14:10
მალდინი: "მილანს" არ ვუნდივარ"
"მილანის" ლეგენდას პაოლო მალდინის ფეხბურთში მუშაობა უნდა, მაგრამ "მილანი" მას არ უხმობს.

მან დღეს Gazzetta dello Sport–ს განუცხადა, რომ ორი შემოთავაზების მიღების შანსი იყო, მაგრამ ორივე დაიბლოკა.

"სილვიო და ბარბარა ბერლუსკონებმა ჩემი სახელი ახსენეს, მაგრამ სინამდვილეში არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა",–აღნიშნა მალდინიმ.

"ლეონარდოს უნდოდა ჩემი თავი თავის დამხმარედ, მაგრამ ალეგრი ფიქრობს და ვუნდივარ, როგორც შუამავალი კლუბსა და ფეხბურთელს შორის".

"ბევრ ჩემს ყოფილ თანაგუნდელსაც უნდოდა ჩემი მილანელოზე დაბრუნება, მაგრამ ყოველთვის ხედავდნენ, რომ ჩემთვის კარი დახურული იყო. ნამდვილად არ ვიცი რა იყო ამ გადაწყვეტილების უკან".

"ვწუხვარ, არანაირი მიზეზი არ არის, რომ მე და გალიანი შეუთავსებელი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ამის მიუხედავად არ შემიძლია მასთან ლაპარაკი".

მალდინი, ვისი მამაც თამაშობდა და იყო "როსონერის" მწვრთნელი, მოიგო ყველაფერი "მილანში" და "მილანისთვის". მას უნდა დიდი დაბრუნება "მილანში".


"მილანი" ჩემს გულშია და მინდა სამაგიერო გადავუხადო რამით"– ამბობს ის– "მე "როსონერისადმი" ვგრძნობ ძლიერ და უსაზღვრო სიყვარულს.

"ერთადერთი პირობა იქნება, რომ მე გავაკეთებ ჩემს სამუშაოს, ჩემი ცხოვრების პირობების მიხედვით".

"არ ვეძებ შეუძლებელს, მაგრამ წლების განმავლობაში მე შევიძინე დამოუკიდებლიბის უნარიანობა და არ ვაპირებ მათ დათმობას".

"მე არ მაქვს სხვა მიზანი, გარდა "მილანისთვის" სიკეთის მოტანისა და, შესაძლოა, ეს პრობლემა ვიღაცისთვის პრობლემა იყოს. არ მეშინია ვთქვა ეს, თუ ეს შეიძლება იყოს პრობლემა".

"მინდა აღვნიშნო, არ ვითხოვ კლუბში დიდ თანამდებობას და მე არ ვიქნები თავდაჯერებული, რომ მე შევძლებ ვასწავლო რაიმე ადამიანებს, რომლებიც 40 წელია თამაშობენ და 25–ჯერ დიდ წარმატებას მიაღწიეს".

"ვეცდები გავუზიარო მათ ჩემი ცოდნა და ვცადო გავაკეთო რაიმე, რომ დაბრუნდეს ის "მილანი", რომელმაც მე ბევრი მომცა".

მალდინიმ ასევე განაცხადა რომ, იყო შესაძლებლობა ის კარლო ანჩელოტისთან წასულიყო თანაშემწედ სამი წლის უკან, როცა ის ჩელსის მწვრთნელი იყო.

"მე მქონდა შემოთავაზება ანჩელოტისგან "ჩელსიში" სამუშაოდ წავსულიყავი, მაგრამ მე თამაში ახალი შეწყვეტილი მქონდა. კოსმოც დამიკავშირდა, მაგრამ შემოთავაზება არ იყო კარგი".

"მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ახლო მომავალში ან მოგვიანებით მე ვიმუშავებ იქ. თუ ეს არ იქნება "მილანი", მაშინ მე არ მინდა გავხდე მოღალატე".

ამ კვირას გავრცელებული ხმების მიხედვით მალდინი შესაძლოა "პსჟ"–ში წავიდეს სამუშაოდ, სადაც ის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსა და მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთნ ერთად იმუშავებს.

"ამ დროისთვის არის მოლაპარაკებები "პსჟ"–სთან, მაგრამ სინამდვილეში მე იქ წავედი იმიტომ, რომ მენახა ჩემი ორი მეგობარი კარლო და ლეო. ამის გარდა კლუბის პრეზიდენტსაც შევხვდი".

"ამ დროისთვის არ მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ვიცი, რა შემიძლია მივცე მათ: გამოცდილება, ამ სპორტისადმი სიყვარული, სურვილი რომ უფრო სერიოზულად იმუშაონ. მაგრამ მე არავის არაფერს ვთხოვ".

კატეგორია: მილანი | ნანახია: 544 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]