17:01 "მანჩესტერ სიტი" თანახმა არის არენდაზე, თუ... | |
"მანჩესტერ სიტიმ" განაცხადა, რომ მზად არიან დათმობაზე წავიდნენ "მილანთან" მოლაპარაკებებისას, კარლოს ტევესის ტრანსფერის თაობაზე. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის განმავლობაში, "ქალაქელებმა" განაცხადეს, რომ მზად არიან ტევესი არენდით გაუშვან "მილანში" 6 თვის განმავლობაში, თუ "როსონერი" ტევესის კონტრაქტს ზაფხულში სრულად გამოისყიდის, იტყობინება Sky Sports Itaia. აღსანიშნავია ის, რომ მხარეებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, ხოლო მოლაპარაკებები შობის შემდეგ გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" სურს ტევესის გუნდიდან მოშორება, რადგან მათი მთავარი მწვრთნელის, იტალიელი სპეციალისტის რობერტო მანჩინის აზრით, ტევესი უსარგებლოა გუნდისთვის და ხელფასს ტყუილად იღებს. | |
|