aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მაისი » 3 » მასიმილიანო ალეგრი: მჯერა,რომ იუვენტუსს გავასწრებთ
23:51
მასიმილიანო ალეგრი: მჯერა,რომ იუვენტუსს გავასწრებთ
"მილანის" მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის სჯერა, რომ მისი გუნდი შეძლებს "იუვენტუსის" გადასწრებას. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სხვაობა ტურინელებთან 1 ქულას შეადგენს.

"მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ( იუვენტუსი - ლეჩე 1:1 ) სკუდეტო პრაქტიკულად შეფუთული იყო და ტურინელებს ელოდებოდა. ყველა შემთხვევაში კვირას შესანიშნავი ღამე იქნება და "ინტერთან" გასამართი დერბის მოლოდინში ვართ. "ნერაძურისთან" უფრო მეტად მოტივირებულნი გავალთ, ვიდრე "ატალანტასთან" ვიყავით.

თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ, "იუვენტუსი" კი კვლავ დაუშვებს შეცომას, შევძლებთ მათ გადასწრებას. სკუდეტო ამ მომენტამდე ტურინელების ხელშია, მაგრამ ჩვენ მუდამ გვჯეროდა წარმატების და რწმენას არასოდეს შევირყევთ. ბოლო 15 წუთი თითქოს თეატრში ვიყავით და ოპერის ფინალს ველოდებოდით, რამდენადაც გავიგეთ, რომ ლეჩეს ჩვენი დახმარება შეეძლო. ამის წინასწარ განჭვრეტა რთული იყო, მაგრამ ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება,"
-განაცხადა ალეგრიმ.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 681 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]