17:15 მასიმილიანო ალეგრი: როდესაც მილანს დავტოვებ მუშაობა ინგლისში ან ესპანეთში მსურს | |
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ ძალიან სურს იმუშაოს ინგლისში ან ესპანეთში. "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავრჩე "მილანის" მწვრთნელი, რაც შეიძლება დიდი ხნით, მაგრამ ფაქტია, რომ აქ სამუდამოთ ვერ ვიქნები". "მილანის" შემდეგ კი ძალიან მსურს ვიმუშაო სხვა უცხო ქვეყნებში, გამორჩეულად კი დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ესპანეთში ან თუნდაც ინგლისში, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ვერ ვფლობ ინგლისურ ენას". - განაცახადა ალეგრიმ. | |
|