aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 11 » მასიმო მორატი: “ჩვენი სატრანსფერო მიზანი ლავესია”
12:18
მასიმო მორატი: “ჩვენი სატრანსფერო მიზანი ლავესია”

მილანის "ინტერის” პრეზიდენტის - მასიმო მორატის განცხადებით, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას, მისი გუნდის მთავარი მიზანი "ნაპოლის” შემტევის - ესეკიელ ლავესის გადაბირება იქნება. 

"დიახ, ჩვენი მიზანი ლავესის გადაბირებაა. გუნდში ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლა, როგორიც ესეკიელია, უდიდეს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს ადამიანს. დღევანდელი "ნაპოლი” მარადონას გუნდს მაგონებს, მხოლოდ ერთი განსხვავებით - დღევანდელი გუნდის მთავარი ძალა ლავესია”, - განაცხადა "ნერაძურის” პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში, ლავესის 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. 
კატეგორია: ნაპოლი | ნანახია: 527 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]