17:56 მატრი: "იუვე ძველ სახელს იბრუნებს!" | |
როგორც ვიცით, შუა კვირას ტურინის იუვენტუსმა გადადებული მატჩი ჩაატარა ბოლონიასთან და მორიგ ფრეს დასჯერდა. "ბიანკონერი" კალჩოში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, თუმცა ამის მიუხედავად, მილანმა შეძლო ტურინელთა გადასწრება და ახლა ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს. პირველი ადგილის დაკარგვისა და ბევრი ფრეების მიუხედავად, იუვეს ბომბარდირი ალესანდრო მატრი არ აპირებს დანებებას და თვლის, რომ სეზონის ბოლოს მისი კლუბი აუცილებლად მოიპოვებს ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს:
"სამწუხაროა, რომ ვერ ვახერხებთ ბოლო თამაშების მოგებას, თუმცა ახლა ეს არაფერს ნიშნავს, რადგანაც სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა და მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ დაკარგული პირველი ადგილის დაბრუნებას."
"საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რადგანაც შეუძლებელია ყველა თამაშში 3 ქულის აღება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც ჯერ მარცხი არ აქვს განცდილი. კარგი იქნება თუ წაუგებელი სერია სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა ფრე ჩვენთვის არ არის მისაღები შედეგი არცერთ თამაშში, მხოლოდ მოგება."
"მთლიანობაში კი შესანიშნავ სეზონს ვატარებთ. დიახ, იუვენტუსი მართლაც იბრუნებს თავის სახელს და სეზონის ბოლოს მოგებული სკუდეტო მხოლოდ დასაწყისი იქნება იმ წარმატებებისა, რომლებიც წინ გველის."–განაცხადა იტალიის ნაკრების ფორვარდმა Sky Sport 24–თან საუბარში. | |
|