aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 30 » მე-3 ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა
17:17
მე-3 ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა

სერია A-ს 35-ე ტურის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში ის შეიცვალა, რომ „იუვენტუსმა" ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ყველაზე საინტერესო ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაა. ერთ საგზურს ერთმანეთს 4 გუნდი ეცილება და ამჟამად, ოთხივე მათგანს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს.

ტურის ცენტრალური მატჩი უდინეში გაიმართა, სადაც, დიდი უპირატესობის მქონე „უდინეზემ" „ლაციო" დაამარცხა და რომაელები 3 საფეხურით დააქვეითა. მასპინძლებმა ანგარიში 69-ე წუთზე, დომიცის ფლანგური გადაცემისა და დი ნატალეს ზუსტი დარტყმის წყალობით გახსნეს. მე-3 დამატებულ წუთზე, მასპინძლებმა დედაქალაქელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, რასაც მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე პერეირას შორეული დარტყმა მოჰყვა და ბურთი წინ წასული მარკეტის მიერ მიტოვებულ კარში შეგორდა.

იოლად მოიგეს „იუვემ" და „მილანმა". „ბებერმა" ქალბატონმა სერია B-ში სათამაშოდ გამზადებული „ნოვარა" 4:0 გაანადგურა. ტურინელებმა ანგარიში ე-16 წუთზე, ძალიან ლამზი გოლით გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან, პირლომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო კარისკენ ზურგით მდგომმა ვუჩინიჩმა ქუსლით დაარტყა და მას ადგილი მეკარისგან ზედა მარჯვენა კუთხეში მიუჩინა. დაახლოებით ნახევარ საათში, ჯაკერინიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მას ბორიელო გამოეხმაურა და სტუმრების უპირატესობას სოლიდური სახე მიეცა.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში, ვუჩინიჩს მეკარემ კი აუღო, მაგრამ ვიდალმა დამატებაზე ივარგა. წერტილი შეხვედრას მაინც ვუჩინიჩმა დაუსვა. ტურინელთა მე-14 ნომერმა დაახლოებით 8 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

მეტოქეს 4 გოლი გაუტანა „მილანმაც", რომლის საჩემპიონო შანსებიც უფრო და უფრო მცირდება. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოლის გატანა მოახერხა ანტონიო კასანომ, რომელმაც 26-ე წუთზე, მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა. სამ წუთში, კასანოს გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა იბრაჰიმოვიჩმა ახლო კუთხეში, მაგრამ ძლიერად დაარტყა და ანგარიში 0:2 გახადა.

83-ე წუთზე, ბოგდანიმ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც „მილანის" გააქტიურება და მასპინძელთა კარში კიდევ გოლის გატანა მოჰყვა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 596 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]