15:01 "მილანის" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები | |
გთავაზობთ "მილანის" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ყოველდღიურ სიახლეებს: 13 იანვარი: ● მუნტარის აგენტმა უარყო ყველანაირი გავრცელებული ხმები მისი კლიენტის შესაძლო "მილანში" გადასვლაზე. ● "მილანის" პრიმავერას ფეხბურთელი კარლო კალვეტი იჯარით "ვერონაში" გადავიდა. ● ბრაიან კრისტანტემ, რომლითაც "ჩელსი" იყო დაინტერესებული, "მილანთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ● Sky "ესპანიოლის" ფეხბურთელ ვერდუს "მილანთან" აკავშირებს. ● შაარავიმ განაცხადა, რომ მას ურჩევნია დარჩეს "როსონერიში" და იბრასთან ერთად ივარჯიშოს, ვიდრე რომელიმე დაბალი დონის კლუბში გადავიდეს. ● "კატანიამ" მაქსი ლოპესის კარი "მილანს" კვლავ გაუღო. ● გავრცელებული ხმების თანახმად, მონტოლივოს მოდელი შეყვარებული, რომელიც მილანში მუშაობს, სთხოვს რიკარდოს "მილანში" გადასვლას. 14 იანვარი: ● "ლაციომ" სკული-მერკელის გაცვლა შესთავაზა "ჯენოას", თუმცა "მილანმა" უარი განაცხადა. ● გავრცელებული ხმების თანახმად "მილანში", შესაძლოა, ზაფხულში მუნტარი და მონტოლივო გადავიდნენ. ● "მილანმა", შესაძლოა, მერკელი დაიბრუნოს და სანაცვლოდ იჯარით ელ შაარავი გაუშვას. 16 იანვარი: ● "მილანს" აქტიურად აკავშირებენ შემდეგ ბრაზილიურ ფეხბურთელებთან: "კორინთიანსის" ნახევამრცველებთან, პაულინიოსთან და რალფთან, ასევე "ვასკო დე გამას" მცველთან დედესთან და "ბოტაფოგოს" ფაბიო ფერეირასთან. ბრაიდა სავარაუდოდ ამ არჩევნებს განიხილავს. ● როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, "პსჟ" მალდინისთვის სამუშაოს შეთავაზებას აპირებს. ● სავარაუდოდ, "მილანი" მონტოლივოსთვის 4 მილიონ ევროს შესთავაზებს "ფიორენტინას". 17 იანვარი: ● მესბა "მილანს" ოთხშაბათს შეუერთდება ● ერთ-ერთი ინგლისური კლუბი "მილანს" ტაივოს სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს სთავაზობს ● Sky იტყობინება, რომ "უდინეზეს" ნახევარმცველი, კვადვო ასამოა ალეგრის ფავორიტია, თუმცა ეს ტრანსფერი სავარაუდოდ ზაფხულში განხორციელდება. ● როგორც Tuttomercato იტყობინება, ჯურაბჩიანს სურს გალიანი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს მანჩესტერში და კვლავ განიხილონ ტევესის ტრანსფერი "სიტის" ხელძმღვანელობასთან ერთად. ● როგორც მედია საშუალებები იტყობინებიან, "მილანი" მზადაა ზაფხულში მუნტარი და მონტოლივო გადაიბიროს. ● მერკელი ოფიციალურად "მილანში" დაბრუნდა. ● მერკელს ასევე საშუალება ექნება "ნოვარასთან" წინააღმდეგ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ● ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ისინი ზაფხულში პატოს და კაკას შეძენას გეგმავენ. ● Tuttomercato იტყობინება, რომ "მილანი" 3 მილიონ ევროს ამზადებს მონტოლივოსთვის. ● "მილანი" ინტერესდება "შალკეს" 19 წლის ნახევარმცველით, იულიან დრაქსლერით. ● "პსჟ"-ს ინძაგის შეძენა სურს. ● "ინტერი" გეგმავს 7 მილიონი ევროთი ნაკლების გადახდას ტევესის სანაცვლოდ, რადგან "სიტის" კვლავ დარჩა გადასახდელი გარკვეული თანხა ბალოტელის ტრანსფერისათვის. ● "ტევესი "მილანში" გადავა", - ენრიკო ბრონცეტი. 18 იანვარი: ● მედია საშუალებები კვლავ აქტიურად იტყობინებიან, რომ "მილანი" მზადაა მონტოლივოში 4 მილიონი ევრო გადაიხადოს. ● მანჩესტერში "პსჟ"-ს წარმომადგენლები გაემგზავრნენ, რათა ტევესის თაობაზე მოლაპარაკებები გამართონ. ● თითქმის ყველა იტალიური გაზეთი დღეს მაქსი ლოპესს კვლავ "მილანთან" აკავშირებს, სავარაუდოდ, გალიანისა და ლა მონაკოს შორის შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება. ● CM-ს მიხედვით, "მილანი" გარგანოთი დაინტერესდა ● ბრონძეტი კვლავ ამტკიცებს, რომ ტევესი და კიდევ ერთი რომელიმე ნახევარმცველი "მილანს" იანვარში შეუერთდებიან. ● "მილანი" ცდილობს დაარწმუნოს "ფიორენტინას" ხელმძღვანელობა, რომ ჯობია მონტოლივო ახლა გაყიდონ და მის სანაცვლოდ ფული მიიღონ, ვიდრე იგი ზაფხულში უფასოდ დაკარგონ. ● როდნი სტრასერის იჯარა "ლეჩესთან" გაიწყვიტა და იგი "მილანში" დაბრუნდა. ● მონტოლივოს აგენტმა მისი კლიენტის ზამთრის ყველანაირი ტრანსფერი უარყო. ● "ქპრ" ტაივოთი ინტერესდება. ● "მილანი" ინტერესს "ბორუსიას" იაპონელი ნახევარმცველის, შინჯი კაგავას მიმართ იჩენს. 19 იანვარი: ● როგორც 4-4-2.com იტყობინება, რუსული კლუბი "რუბინი" რობინიოს სანაცვლოდ "მილანს" 16 მილიონ ევროს სთავაზობს. ● "მილანი" კვლავ აპირებს ტევესისთვის ბრძოლაში ჩაბმას, ამჯერად შავ-წითლები გაუმჯობესებულ შემოთავაზებას გაუგზავნიან ინგლისელებს. ● გაზპრომმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი "როსონერის" ყიდვას არ აპირებენ. ● ინძაგით შვეიცარული კლუბი დაინტერესდა. ● აგენტი: "მონტოლივო "ფიორენტინაში" რჩება". ● ტაიე ტაივო ოფიციალურად დარჩენილ სეზონს "ქპრ"-ში გაატარებს 20 იანვარი: ● არიედო ბრაიდას დღეს არგენტინელი ფორვარდის, მაქსი ლოპესის აგენტთან, ანდრეა დ'ამიკოსთან ჰქონდა შეხვედრა. ისინი სავარაუდოდ დღეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ● დე როსის კონტრაქტის გახანგრძლივება "რომასთან" შემდეგ 48 საათში ოფიციალურად დადასტურდება. ● როგორც CalcioNews24 იტყობინება, "მილანი" "რეალ მადრიდის" 24 წლის ფეხბურთელს, ესტებან გრანეროს აკვირდება. ● "მილანი" ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველით, სებასტიან ჯოვინკოთი ინტერესდება ● "მილანის" ახალგაზრდა ფეხბურთელები, კრისტანტე, იოტი და პიკინოკი იტალიის 17 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს ● "როსონერის" უახლოეს დროში ესტებან გრანეროს იჯარით აყვანა სურს ● სალი მუნტარის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა "მილანის" მაისური მოირგოს ● Gazzetta dello Sport და Sky Italia იტყობინებიან, რომ "ფულემმა" მიაღწია შეთანხმებას "კატანიასთან" მაქსი ლოპესის თაობაზე ● "მილანის" ფორვარდი, სიმონე ვერდი, რომელიც არენდით "ტორინოს" რიგებში ირიცხება, ტრავმის გამო 1 თვეს იუქმებს 21 იანვარი: ● მაქსი ლოპესის აგენტი: "მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მას "მილანში" თამაში სურს." ● მ'ვილას აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს არ სურს იტალიაში კარიერის გაგრძელება და იგი "ლილში" რჩება ● კარლოს ტევესმა "პსჟ" უარით გაისტუმრა. "ნოვარასთან" მატჩის შემდეგ გალიანიმ, შესაძლოა ისევ დაიწყოს მოლაპარაკებები არგენტინელთან ● "კატანიამ" შემოთავაზება "ფულემისგან" მიიღო, თუმცა ფეხბურთელის აგენტი ახლა მოლაპარაკებებს "მილანთან" მართავს, ჯერ-ჯერობით ყველაფერი წარმატებით ხორციელდება
| |
|