aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » იბრა: "ტევესთან ერთად უფრო მეტ გოლს გავიტანთ"
11:19
იბრა: "ტევესთან ერთად უფრო მეტ გოლს გავიტანთ"
"მილანის" შვედ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეჭვი არ ეპარება, რომ ტევესის ტრანსფერი გაამართლებს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ტევესის "სიტიდან" წასვლასთან დაკავშირებით ხმები ვრცელდება. ამასობაში გამოჩნდნენ მისი მსურველები და არგენტინელის გადაბირებისთვის ბრძოლა დაიწყეს. თავად ტევესს "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნება სურს, რომელიც, აგენტების თქმით, "სიტის" მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

კარლოსით მილანური კლუბები და "პსჟ" არიან დაინტერესებულნი. პარიზელები კი ამ ბრძოლაში ფავორიტები არიან(თუ ისინი თავიანთ გეგმებს არ შეცვლიან), რადგან მათ ტევესის საყიდლად მზადყოფნაც გამოთქვეს. "ინტერსა" და "მილანს" ჯერჯერობით არენდა სურთ.

ასევე რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, "მილანმა" ტევესთან კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ "სიტისთან" ეს ტრანსფერი ჯერ არ გაურჯვევია.

"თუ ტევესი შემოგვიერთდება, ჩვენ უფრო მეტ გოლს გავიტანთ", - გასაგებად ხსნის სიტუაციას ზლატანი.

"ყოველ მატჩში გამარჯვება მსურს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გაიტანს გოლს", - ამბობს იბრა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 531 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]