15:58 “მილანს” აბიატი უბრუნდება | |
იტალიის მოქმედ ჩემპიონ“მილანს” 34 წლის მეკარე კრისტიან აბიატი უბრუნდება. როგორც იქნა, ვეტერანმა იტალიელმა მხრის ტრავმა მოიშუშა და მინდორზე გასასვლელად მზადაა. შეგახსენებთ, რომ “როსონერის” კარის დარაჯმა თავისი გუნდის უკანასკნელი 3 მატჩი სწორედ დაზიანებული მხრის გამო გამოტოვა. “მილანის” გულშემატკივართა საბედნიეროდ, დღეს აბიატიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ასე რომ, შესაძლოა, მეკარე იტალიის სერია A-ს უახლოეს ტურში, “სიენასთან” მატჩში მინდორზე ვიხილოთ. ცნობისთვის, “მილანის” ლაზარეთში რჩებიან მარიო იეპესი, ანტონიო ნოჩერინო, ალესანდრო ნესტა, ანტონიო კასანო, ჯენარო გატუზო და მატიე ფლამინი. | |
|