18:04 მილანური სტატისტიკა | |
ორი ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს მილანელთა რიგებში არიან ტიაგო სილვა და ანტონიო ნოჩერინო. მათ 22-ჯერ დაიწყეს სასტარტო შემადგენლობაში. მათ 20-20 ჩატარებული შეხვედრით მოჰყვებიან ემანუელსონი და აბატე. მსაჯებს ორჯერ მოუწიათ კევინ პრინც ბოატენგის მოედნიდან გაძევება, ხოლო ყველზე მეტჯერ გაფრთხილებული "მილანისტა” არის ალესანდრო ნესტა (6). "როსონერებმა” 48 გოლის გატანა შეძლეს. გოლების უმრავლესობა ზლატანის ანგარიშზეა, შვედმა სულ 15-ჯერ გამოიჩინა თავი. დარჩენილი გოლები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: ნოჩერინო (7), ბოატენგი და რობინიო (4), ზედორფი, ელ შაარავი (2), ნესტა, იეპესი, ზამბროტა, აკუილანი, ემანუელსონი, მუნტარი, მაქსი ლოპესი და პატო (1). | |
|