09:31 მილიტოს “ინტერში” დარჩენა უნდა | |
მილანის "ინტერის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო კლუბის დატოვებას არ აპირებს. "ყოველთვის ვამბობდი, რომ "ინტერში” ბედნიერი ვარ. აქ დარჩენა იმ დრომდე მინდა, სანამ თავად კლუბი არ მოისურვებს ჩემთან განშორებას. ვიმედოვნებ, რომ "ნერიაძური” კვლავ გახდება კონკურენტუნარიანი გუნდი. მასიმო მორატი "ინტერის” გაძლიერებას განაგრძობს, ასე რომ მომდევნო სეზონში ყველა ფრონტზე ვიბრძოლებთ”, – მილიტომ Rai Sport-ს განუცხადა. 32-წლის არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა შემდეგ ჩვეულ დონეს დაუბრუნდა და ახლა მინ ანგარიშზე სერია А-ში გატანილი 20 გოლია. ცნობისთვის, მილიტოს "ინტერთან” კონტრქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება. | |
|