09:34 ნახევარდაცვის ახალი სქემა - 6+2+2 | |
ორი ტური დარჩა სეზონის დასრულებამდე და "როსონერის" მთავარი საფიქრალი სამომავლოდ ნახევარდაცვაა. მასიმილიანო ალეგრი ორი წელია ერთი ტაქტიკით თამაშობს. სამი მოთამაშე ცენტრში და ერთი გამთამაშებელი. ხუთი ნახევარმცველიდან მხოლოდ ორთან შეიძლება ადვილად მოლაპარაკება, ესენი ამბროზინი და გატუზო არიან. ფლამინის, ზეედორფის და ვან ბომელის მომავალი, "მილანიდან" შორსაა. ამ ფეხბურთელების გარდა ორი მოთამაშე არენდითაა, ალბერტო აკვილანიმ ვერ დააკმაყოფილა ხელმძღვანელობა, ამიტომ იგი "ლივერპულში" დაბრუნდება, ხოლო მუნტარის "ინტერთან" კონტრაქტი ამ წელს ეწურება, ამიტომ მასთან მოლაპარაკება პრობლემას არ წარმოადგენს. ბოატენგს (2014), ემანუელსონს (2014) და ნოჩერინოს (2016) საკითხის გარშემო არანაირი კითხვები არაა. მერკელი და სტრასერი იჯარის წესით წავლენ. გერმანელმა შეიძლება ელ შაარავის ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა, მეორე კი ახალი გამოწვევის წინაშე დადგება, თუ "ტორინო" ელიტაში გადმოვა, სწორედ იქ გააგრძელებს კარიერას სტრასერი. ზემოთხსენებული ფეხბურთელებიდან შესაძლოა სამი-ოთხი მოთამაშე დარჩეს, სულ ჯამში კი გუნდიდან ცხრა-ათი ფეხბურთელის წასვლაა სავარაუდო. მონტოლივო საბოლოოდ გადმოვა "მილანში". საუბარი კი 4 წლიან კონტრაქტზე. 27 წლის ბაკარი ტრაორე, რომელიც "ნიცაში" თამაშობს და ფრანგულ პასპორტს ფლობს, სამ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ემანუელსონი შესაძლოა შემდეგ წელს მარცხენა მცველის პოზიციაზე დამკვიდრდეს. ამიტომ საჭიროება იქნება კიდევ ორი ნახევარმცველის მოყვანა. ცენტრალურის, რომელიც გააკონტროლებს მატჩს და ბოატენგის შემცველის. | |
|