09:19 „ნაპოლიმ“ და „კატანიამ“ მოგება გაიხსენეს | |
სერია A-ს 34-ე ტურის გუშინდელ მატჩებში 2 მოუგებელი სერია შეწყდა - „ნაპოლიმ" ხუთმატჩიანი, ხოლო „კატანიამ" ოთხმატჩიანი წარუმატებლობის შემდეგ იმარჯვა. ორივე ეს გუნდი საკუთარ კედლებში თამაშობდა და როგორც კამპანიელებმა, ასევე სიცილიელებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. „ნაპოლი" „ნოვარას" ხვდებოდა და გათამაშების ერთ-ერთ უსუსტეს გუნდთან, ვალტერ მაცარის შეგირდებმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს. 21-ე წუთზე, სტუმართა კიპერის უხეში შეცდომის შემდეგ ცარიელი კარის წინ დარჩენილ კავანის ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. 37-ე წუთზე, „ნოვარას" ფეხბურთელებმა ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს და კანავარომ, ახლო მანძილიდან დარტყმით, შეხვედრას წერტილი დაუსვა. პარმა-კალიარი 3:0 (1:0) პარმა, "ენიო ტარდინი” პარმა (3-5-2): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, ჟონათანი, ვალიანი (ბიაბიანი 74), ვალდესი (მუსაჩი 90+2), გალოპა, გობი, ჯოვინკო, ფლოკარი (ოკაკა ჩუკა 80). მწვრთნელი: რობერტო დონადონი. კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, ასტორი, კანინი, აგოსტინი (პერიკო 58), ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი, კოსუ (ნენე 80), პინილია, რიბეირო (იბარბო 56). მწვრთნელი: მასიმო ფიკადენტი. გოლები: 1:0 ჯოვინკო (24), 2:0 ფლოკარი (73, პენ), 3:0 ოკაკა ჩუკა (90, პენ). გაფრთხილებები: გალოპა 34, ჯოვინკო 45, ჟონათანი 71 - კოსუ 61, აგაცი 87. მსაჯი: ნიკოლა რიცოლი. ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 7 (4)-8 (2), კუთხური: 1-8, თამაშგარე: 7-3, სეივი: 2-1, ჯარიმა:17-13.
კიევო-უდინეზე 0:0 ვერონა, "ანტონიო ბენტეგოდი” კიევო (4-3-2-1): სორენტინო, ფრეი, დაინელი, აკერბი, დრამე, ლუსიანო (სამარკო 68), რიგონი, ბრედლი, ტერო, კრუსადო (სეარი 80), პალოსკი (გრანდოლფო 87). მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო. უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, კოდა (ეკსტრანდი 40), დანილო, ალ მუტაქი, ბასტა (აბდი 80), ფერნანდესი, პაციენცა, ასამოა, არმერო, ბარეტო (ფლორო ფლორესი 57), დი ნატალე. მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი. 43-ე წუთზე, ტერომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. გაფრთხილება: ფერნანდესი 39. მსაჯი: სებასტიანო პერუცო. ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12 (5)-5 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-4,ჯარიმა: 14-13. კატანია-ატალანტა 2:0 (1:0) კატანია, "ანჯელო მასიმინო” კატანია (4-3-3): ტერაჩიანო, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე, სეიმური, ლოდი, ბიაჯანტი (რიჩიუტი 88), გომესი (ლამა 84), ბერგესიო, ლანცაფამე (კატელანი 66). მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. ატალანტა (4-4-2): კონსილი, ბელინი, სტენდარდო, ლუჩინი, პელუზო, სკელოტო (ტირიბოკი 59), კარმონა, კაცოლა, ბონავენტურა (ადრიანო 80), მორალესი, გაბიადინი (კაროცა 74). მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო. გოლები: 1:0 გომესი (31), 2:0 სეიმური (85). გაფრთხილებები: ლანცაფამე 44, ლეგროტალიე 51, ბელუსკი 90+3 - კარმონა 89, პელუზო 90. მსაჯი: ანდრეა რომეო. ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 8 (6)-4 (1), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-3, ჯარიმა:18-13.
ნაპოლი-ნოვარა 2:0 (2:0) ნეაპოლი, "სან პაოლო” ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, გარგანო, ინლერი (ვარგასი 77), ზუნიგა (დოსენა 89), ჯემაილი, კავანი, ჰამშიკი (ამენდოლა 90+1). მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. ნოვარა (5-3-2): ფონტანა, მორგანელა, ლისუცო, სენტურიონი, პაცი (დელაფიორე 78), ჯემიტი, პორკარი, რადოვანოვიჩი (პესცე 56), იენსენი, მასკარა (რუბინიო 77), კარაჩოლო. მწვრთნელი: ატილიო ტესერი. გოლები: 1:0 კავანი (21), 2:0 კანავარო (37). გაფრთხილებები: კამპანარო 66 - მორგანელა 45. მსაჯი: დანიელე დოვერი. ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 13 (7)-4 (1), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-5,ჯარიმა: 13-9. | |
|