aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » ნეიმარი: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია”
18:18
ნეიმარი: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია”
ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ნეიმარი აცხადებს, რომ მის გუნდს საკლუბო მუნდიალზე "ბარსელონას” დამარცხება და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსის მოპოვება შეუძლია.
როგორც ცნობილია, ნეიმარმა "სანტოსში” დარჩენა სწორედ საკლუბო მუნდიალის გამო გადაწყვიტა და ბუნებრივია, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობის დამტკიცება სურს.
"სანტოსს” "ბარსელონას” დამარცხება შეუძლია. ეს ფეხბურთია, სადაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ყველაზე სუსტ გუნდსაც კი შეუძლია საუკეთესოსთან მოგება” – აცხადებს ნეიმარი, რომლის გუნდსაც, "ბარსელონასთან” შესახვედრად, ნახევარფინალში გამარჯვება მართებს – "პირველ თამაშს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიურპრიზს ვერ გავექცევით” – ნეიმარის ამ კომენტარს Soccernet-ი ავრცელებს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 550 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]