15:51 ნესტა კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს | |
იტალიური "მილანის” 35 წლის მცველმა ალესანდრო ნესტამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. "ჩემზე ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მე ბუცების ლურსმანზე დაკიდების სურვილი არ მაქვს. მინდა ჩემს გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. "მილანი” ყველა ტურნირში ფავორიტთა შორისაა. "სკუდეტოს” მოპოვების მთავარი კანდიდატები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგების არცთუ ურიგო შანსი გვაქვს. ჩვენზე ძლიერი მხოლოდ "ბარსელონაა”, - განაცხადა ვეტერანმა იტალიელმა. შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ნესტა "როსონერის” ღირსებას 2002 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე მილანელთა მაისურით ჩატარებული 215 მატჩი და 7 გოლია.
| |
|