11:38 ოფიციალურად: ალბერტო ჯილარდინო “ჯენოას” ფეხბურთელია | |
იტალიურმა კლუბებმა – "ფიორენტინამ” და "ჯენოამ” ალბერტო ჯილარდინოს ტრანსფერზე მოილაპარაკეს და ყველა დეტალიც შეათანხმეს. 29 წლის იტალიელის გენუურ კლუბში გადაბარგება ოფიციალურად დადასტურდა. თავდამსხმელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 4-წელიწადნახევრიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. იტალიელის სანაცვლოდ, "ჯენოა” "ფიორენტინას” 8 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში, ალბერტო ჯილარდინოს "პიაჩენცას”, "ვერონას”, "პარმას”, "მილანისა” და "ფიორენტინას” შემადგენლობაში უთამაშია.
| |
|