21:07 ოფიციალურად: “ნაპოლი” – “იუვენტუსი” გადაიდო | |
Tuttojuve – მ გაავრცელა ინფორმაცია შემდეგი სათაურით : ოფიციალურად, "ნაპოლი ” – ” იუვენტუსი ” უამინდობის გამო გადაიდო. როგორც ჩანს, მატჩი დღეს არ ჩატარდება. იგი 14 დეკემბრისთვის იქნება გადატანილი. "სან პაულოს” სტადინის საფარი საშინელ მდგომარეობაშია, ნეაპოლში დაფიქსირდა მსხვერპლიც. ნეაპოლელი ახალგაზრდის მანქანას ხე დაეცა. ადგილობრივმა მმართველობამ ხალხს სახლში დარჩენა ურჩია, წყალდიდობის გამო, სტადიონზე 60 ათასამდე ადამიანის მსვლელობა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ბეპე მაროტას განცხადებაში ნათქვამია: ” ნეაპოლის პრეფექტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სპორტულ ინტერესებზე მაღლა დგას. თუმცა, საწყენია, რომ ასე მოხდა, რადგან შეხვედრისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, კარგ ფორმაში ვართ და აქამდე რამდენიმე გამარჯვებით მოვედით. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია და ფეხბურთს მისი შეცვლა არ შეუძლია. " | |
|