17:28 ოთხი შეკითხვა მარკიზიოსა და დე როსის | |
იტალიური ტელეარხის Sky -ს ჟურნალისტები "იუვენტუსისა” და "რომას” ლიდერებს, კლაუდიო მარკიზიოსა და დანიელე დე როსის ესაუბრნენ. ორივე მათგანს 4-4 იდენტური შეკითხვა დაუსვეს, დაახლოებით მსგავსი იყო მათი პასუხებიც… რას ელი "რომა” – "იუვენტუსის” შეხვედრიდან? დე როსი: ""ლაციოსთან” დერბის შემდეგ სხვა კლუბებთან შეხვედრას ისეთივე ემოციები ჯერ არ გამოუწვევია. "იუვენტუსში” ბევრი კარგი მეგობარი მყავს და მათთან დიდი დაპირისპირება მელოდება. შეიძლება, გასულ წლებში "კალჩიოს” სხვა ლიდერები ჰყავდა, მაგრამ "იუვე” მაინც "იუვეა” და დიდებული მატჩი შედგება. ამას ხალხი უკვე დღეს გრძნობს.” მარკიზიო: "ასეთი დონის გუნდებთან მატჩებს მოუთმენლად ველოდებით. წელს ორივე კლუბმა მწვრთნელი და შემადგენლობა შეცვალა. "რომას” ლუის ენრიკეს სტილის ახალი გუნდის აშენება სურს. ასეთი სტილი იტალიაში დიდი ხანია არავის უნახავს. ვფიქრობ, "სკუდეტოსთვის” ბრძოლისთვის დედაქალაქურ კლუბს ყველაფერი აქვს. ” რას ფიქრობ შენს ოპონენტზე? დე როსი: "კლაუდიო სწრაფი ტემპებით იზრდება. პროგრესს განაგრძობს და "იუვენტუსის” ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. მარკიზიო ეროვნულ ნაკრებშიც მთავარი ძალა ხდება. თუ არ გაჩერდება, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური ნახევარმცველი იქნება. ” მარკიზიო: "დანიელე უმაღლესი დონის ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ჩვეულ სიმაღლეებს მალე დაუბრუნდება. ტოტის წასვლის შემდეგ "რომას” კაპიტანი უნდა გახდეს. გუნდის ნამდვილი გულია. ის, რასაც დე როსიმ მიაღწია, ყველა ფეხბურთელის მიზანია. ” რა გაკვირვებს შენი გუნდის ახალ მწვრთნელში? დე როსი: ""რომას” პროექტი ლუის ენრიკეს ეფუძნება. ის განსაკუთრებული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდა მწვრთნელია, მის ფეხბურთს იტალიაში არავინ თამაშობს. როგორც ადამიანი, ყველას მიმართ ლოიალურია. უამრავი იდეა აქვს და სურს, რეალურ შედეგს მიაღწიოს. ” მარკიზიო: "ხასიათი. კარიერის დასრულების შემდეგ, აბსოლუტურად არ შეცვლილა. მისი სურვილი, გაიმარჯვოს, ყოველ ჩვენგანზე გადმოდის. ” რას იტყოდი სეზონის სტარტზე? დე როსი: "იმედი მქონდა, რომ გულშემატკივრები ფეხზე წამოდგომაში დაგვეხმარებოდნენ. ზოგჯერ მათი რეაქცია ისეთი არ იყო, როგორსაც ვისურვებდი, მაგრამ ასეა თუ ისე, ტიფოზები არასოდეს გვტოვებენ. დერბის შემდეგ მათი მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარა. გულშემატკივრები ჩვენი გამარჯვების საწინდარია. ” მარკიზიო: "ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში ჩვენს მიერ გაწეულ შრომაზე მეტყველებს. ორი ურთულესი წელი დავასრულეთ, ზაფხულში კი "იუვენტუსი” ძალიან შეიცვალა. ბევრი ვიმუშავეთ და ახლა გვსურს, "იუვენტუსი” ევროპაში დავაბრუნოთ. ” | |
|