12:58 პატო ბარძაყის ტრავმის გამო სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს | |
"მილანის" თავდამსხმელი ალეშანდრო პატო, რომელიც "ნოვარასთან" სათასო მატჩში დაშავდა, სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს. ფეხბურთელს მარცხენას ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. შეგახსენებთ, რომ დამატებით დროში სწორედ 22 წლის ბრაზილიელმა გაუტანა "ნოვარას" გამარჯვების გოლი. ტურნირის შემდეგ რაუნდში "როსონერი" "ლაციოს" შეხვდება.
| |
|