aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 6 » პრევიუ: არსენალი VS მილანი
21:06
პრევიუ: არსენალი VS მილანი

არსენალი - მილანი

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი

თარიღი: 6 მარტი, 23:45 სთ

ადგილი: დიდი ბრიტანეთი, ლონდონი, "ემირეით სტეიდიუმი"

შემადგენლობები:

 

  • არსენალი: შესნი, სანია, ვერმაელენი, კოშიელნი, გიბსი, როსიცკი, სონგი, უოლკოტი, ჟერვინიო, ჩემბერლეინი, ვან პერსი.

 

  • მილანი: აბიატი, აბატე, მექსე, სილვა, ანტონინი, ვან ბომელი, მუნტარი, ნოჩერინო, ემანუელსონი, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.


1) დღეს არსენალს მიკელ არტეტა ვერ დაეხმარება. ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმა ლივერპულთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე ლივერპულთან მატჩში ტრავმა აბუ დიაბიმაც მიიღო. მან ტკივილი შეხვედრის დასრულების შემდეგ იგრძნო ფეხზე. ასევე დღეს აარონ რემსი, კარლ ჯენკინსონი, კარლ გიბსი,  ჯეკ უილშირი და იოსი ბენაიონი ვერ შეძლებენ თამაშს.

2) ბარძაყის ტრავმის გამო დღეს მილანს პატო არ ეყოლება. ასევე დღეს ალესანდრო პატო, კლარენ ზეედორფი და კევინ პრინც ბოატენგი ვერ შეძლებენ თამაშს.

3) ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 4:0 დასრულდა მილანის გამარჯვებით. ეს იყო მატჩი, რომელშიც ტიერი ანრიმ უკანასკნელად ჩაიცვა არსენალის მაისური

4) ლონდონის არსენალმა წელს ინგლისის პრემიერლიგაში უკვე 55 გოლი გაიტანა. ეს რაოდენობა მეტია 2003-2004 წლებში გატანილი გოლების რაოდენობაზე. შეგახსენებთ, რომ 2003-2004 წელს არსენალმა ისე მოიგო პრემიერ ლიგა, რომ არცერთი მატჩი არ წაუგია.

4) 2003-2004 წლების სეზონში მილანმა შინ 4:1 მოუგო დეპორტივო ლა კორუნას ლიგაზე. ყველას ფიქრობდა, რომ მილანს განაღდებული ჰქონდა შემდეგი ეტაპის საგზური, თუმცა ისინი ესპანეთში 4:0 დამარცხდნენ და ლიგას გამოეთიშნენ.

5) გასულ კვირას მთელი მსოფლიოს მაშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად არსენალის მეკარე შესნი დასახელდა, რომელმაც საოცარი ბურთები აუღო ლივერპულის ფორვარდებს.

6) ეს გუნდები ლიგის 1/8 ფინალში უკანასკნელად ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ. ფაბრეგასის და ადებაიორის გოლების წყალობით მაშინ არსენალმა მილანი გათამაშებას გამოთიშა.

7) ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს არსენალი 2:1 მოიგებს.

კატეგორია: ჩემპიონთა ლიგა | ნანახია: 555 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
http://www.youtube.com/watch?v=pjSrYfl4tF0&feature=player_embedded