aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » პრევიუ: მილანი VS იუვენტუსი
18:24
პრევიუ: მილანი VS იუვენტუსი

მილანი - იუვენტუსი

ჩემპიონატი: სერია A, 25 ტური

თარიღი: 25 თებერვალი, 23:45 წთ

ადგილი: იტალია, მილანი, "სან სირო"
ტრანსლიაცია: GMG სპორტი
  

შემადგენლობები:

მილანი: აბიატი, აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, მესბაჰი, ნოჩერინო, ვან ბომელი, მუნტარი, ემანუელსონი, პატო, რობინიო.

იუვენტუსიბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პეპე, კვარიარელა, ვუჩინიჩი.

1) დღევანდელ მატჩში "მილანს" დისკვალიფიკაციის გამო ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდება.

2) დღევანდელ მატჩში ტრავმების გამო "მილანს" ლოპესი, ბოატენგი, კასანო, გატუზო, მერკელი, სტრასერი, ზეედორფი და აკვილანი ვერ დაეხმარებიან.

3) სერია A–ს უკანასკნელ ტურში, "მილანმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "ჩეზენა".

4) მიმდინარე სეზონში სერია A–ში "მილანს" საუკეთესო შეტევა ყავს. კლუბს 48 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "იუვეს" საუკეთესო დაცვა ყავს. ტურინულ გრანდს მხოლოდ 14 გოლი აქვს გაშვებული. 

5) მიმდინარე სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი "იუვეს" გამარჯვებით დასრულდა. სერია A–ს მატჩში "იუვემ" შინ 2:0 დაამარცხა მეტოქე, ხოლო იტალიის თასზე "ბებერმა ქალბატონმა" 2:1 დაამარცხა მილანური კლუბი სან სიროზე.

6) მიმდინარე სეზონში "მილანმა" სერია A–ში შინ 11 მატჩი ჩაატარა. აქედან კლუბმა 7 მატჩში იმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დაასრულა და 1 მატჩში დამარცხდა.

7) მიმდინარე სეზონში "იუვენტუსმა" სერია A–ში სტუმრად 11 მატჩი ჩაატარა. აქედან კლუბმა 5 მატჩში იმარჯვა და 6 მატჩი ფრედ დაასრულა.

8) დღევანდელ შეხვედრაში "იუვენტუსს" ტრავმის გამო ლუკა მარონე ვერ დაეხმარება.

9) სერია A–ს უკანასკნელ ტურში "იუვენტუსმა" შინ 3:1 სძლია "კატანიას".

10) მიმდინარე სეზონში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში "იუვენტუსი" ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჯერჯერობით წაგება არ აქვს. ტურინულმა გრანდმა წაუგებლად 23 მატჩი განვლო.

11) goal.com–ის მომხმარებელთა უმრავლესობა, 18.55% ფიქრობს, რომ დღევანდელ შეხვედრაში "იუვენტუსი" 2:1 გაიმარჯვებს, ხოლო goal.com–ის ექსპერტები თვლიან, რომ მატჩი "მილანის" გამარჯვებით 1:0 დასრულდება.

12) ამჟამად, "მილანს" 50 ქულა აქვს, ხოლო "იუვენტუსს" 49. თუმცა, "იუვეს" მილანურ გრანდზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

13) "იუვენტუსს" გამოტოვებული შეხვედრა "ბოლონიასთან" სტუმრად აქვს გასამართი, რომელიც დიდთოვლობის გამო გადაიდო.

14) დღევანდელ შეხვედრაში "სან სიროზე" კიდევ ერთხელ დაბრუნდება "მილანის" ყოფილი მოთამაშე ანდრეა პირლო, რომელიც ტურინულ გრანდში გასულ ზაფხულს გადაბარგდა "მილანიდან".

მილანის და იუვენტუსის უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონატითარიღიმასპინძელიანგარიშისტუმარი 
იტალიის თასი9 თებერვალი, 2012მილანი1:2იუვენტუსი
სერია A2 ოქტომბერი, 2011იუვენტუსი2:0მილანი  
ამხანაგური21 აგვისტო, 2011მილანი2:1იუვენტუსი
ამხანაგური18 აგვისტო, 2011მილანი1:2იუვენტუსი
სერია A5 მარტი, 2011იუვენტუსი0:1მილანი
სერია A30 ოქტომბერი, 2010მილანი1:2იუვენტუსი

 

სერია A-ს ბომბარდირები

 


მოთა. გოლიპენ.
ანტონიო დი ნატალე 
ფორვარდი
უდინეზე
173
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ფორვარდი
მილანი
156
ედინსონ კავანი
ფორვარდი
ნაპოლი
152
სტევან იოვეტიჩი
ფორვარდი
ფიორენტინა
124
ხერმან დენისი
ფორვარდი
ატალანტა
123
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 599 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]