aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » ფაბრიციო მიკოლი ყატარში?
17:32
ფაბრიციო მიკოლი ყატარში?
ყატარული "ალ სადი” იტალიური "პალერმოს” კაპიტანს, ფაბრიციო მიკოლის ეპატიჟება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მსოფლიოს 2011 წლის საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალისტები 32 წლის იტალიელის გადაბირებას ზაფხულში ეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ მიკოლის სიცილიურ კლუბთან კონტრაქტი 6 თვეში ეწურება. ჯერჯერობით, მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ყატარელებს თავდამსხმელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირება სურთ, თუმცა, არც იანვრის სატრანსფერო სეზონში შეძენას გამორიცხავენ. 
ცნობისთვის, ფაბრიციო მიკოლი "პალერმოში” 2007 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, იტალიელმა სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კატეგორია: პალერმო | ნანახია: 591 | დაამატა: USER | რეიტინგი: 2.3/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]