aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 23 » ფერნანდო - ვან ბომელის შემცვლელი...
14:08
ფერნანდო - ვან ბომელის შემცვლელი...
როდესაც "მილანი" სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვი იბრძვის, "როსონერის" სკაუტები სატრანსფერო მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს. "მილანის" თვალთახედვის არეში ამჯერად "პორტუს" ნახევარმცველი ფერნანდო მოხვდა. მას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2013 წელს ეწურება.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ფერნანდოს შეუძლია მარკ ვან ბომელის ადგილის დაკავება, რადგან სეზონის ბოლოს ჰოლანდიელი სავარაუდოდ "პსვ"-ში დაბრუნდება. ბრაზილიელი ნახევარმცველი "მილანში" შეიძლება ზამთარში მოვიდეს, თუმცა მისი ჩემპიონთა ლიგაზე გამოყენება ვერ მოხერხდება, როგორც ეს ვან ბომელის შემთხვევაში იყო. ფეხბურთელის ფასი 20 მილიონი ევროა, შესაძლებელია იჯარაც.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 538 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]