22:01 რანიერი: "ინტერმა" თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს | |
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, თუ როგორ მუშაობს ფეხბურთელებთან და აღიარა, რომ მისი მიზანია გუნდს თავდაჯერება დაუბრუნოს. "ამ სამუშაოს ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ ბევრ ემოციას იღებ. ემოციები გაგრძნობინებს, რომ ცხოვრობ. მილანში ჩამოვედი, რათა მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული გუნდი გამეწვრთნა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როცა გუნდში ასეთი პრობლემებია, ფეხბურთელების მენტალიტეტი უნდა შეცვალო. ბიჭებმა თავდაჯერება უნდა დაიბრუნონ, რომ მოედანზე გარისკონ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ", - განაცხადა რანიერიმ. | |
|