aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 30 » რანიერი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"
18:44
რანიერი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"
როგორც მოგეხსენებათ გუშინ "ინტერმა" "სან-სიროზე" "იუვენტუსთან" 1:2 წააგო. მატჩის შემდგომ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ იგი შედეგით კმაყოფილია.

ამჟამად "ინტერი" სერია A-ს 16-ე პოზიციაზე იმყოფება. მორატის გუნდს 9 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული.



"შედეგით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით პირველ ტაიმს გამოვყოფდი." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



"იუვენტუსმა გუშინ თანაბარ ბრძოლაში შეძლო გამარჯვება. მათ მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შეჰქმნეს ჩვენ კართან და ორივე გამოიყენეს."



"არის იუვენტუსი სკუდეტოს ღირსი ? ვფიქრობ, რომ ისინი კარგად თამაშობენ და იმსახურებენ სკუდეტოს მოგებას, თუმცა ინტერი არაფერს დათმობს." - დაასრულა რანიერიმ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 545 | დაამატა: arsenal | რეიტინგი: 1.0/11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]