17:28 რიკარდო ალვარესს ტრავმა გაუმიზეზდა | |
მილანის "ინტერის” ნახევარმცველი რიკარდო ალვარესი ლაზარეთის დატოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მუხლის ტრავმა გაიმიზეზა და მისი დაბრუნებაც გადაიდო. Football Italia-ს ცნობით, იტალიელები 23 წლის არგენტინელის სრულ გამოჯანმრთელებას ამ კვირისთვის ელოდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. მილანელთა სამედიცინო შტაბმა რიკი ალვარესი დეტალურად შეამოწმა და დაასკვნა, რომ ფეხბურთელი მინდორს, დაახლოებით, 10 დღეში დაუბრუნდება. სავარაუდოდ, არგენტინელი ტურინის "იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ალვარესი "ნერაძურიში” ზაფხულიდან ასპარეზობს. მან მილანელთა შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
| |
|