aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » რობერტო ლა ფლორიოს ექსკლუზიური ინტერვიუ
12:14
რობერტო ლა ფლორიოს ექსკლუზიური ინტერვიუ
"მილანის" ფორვარდის სტეფან ელ შაარავის აგენტმა, რობერტო ლა ფლორიომ milannews.it-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც თავის კლიენტზე ისაუბრა.

რობერტო, გუშინდელი ამბების მერე შეგიძლიათ გვითხრათ, ელ შაარავი სეზონის მეორე ნახევარს "მილანში" გაატარებს?

"რაც ყველაზე მეტად მახარებს ისაა, რომ ელ შაარავი ახლა "მილანშია" და ბევრად გაიზარდა. ყველა მეუბნება, რომ მან უნდა ითამაშოს. ეს კი მახსენებს სვენ-გორან ერიკსონის "ლაციოს", რომელიც მუდამ ამბობდა, რომ ახალგაზრდები გრანდში უფრო მეტს სწავლობენ ვიდრე დანარჩენი გუნდებისგან, რადგან ვარჯიშებზე ისინი გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრს იღებენ. ვფიქრობ, ეს მართალია. თუ მაღალი დონის კლუბში არ გამოსცადე თავი, ბევრს დაკარგავ და არ გექნება ისეთ დიდებულ ფეხბურთელებისგან სწავლის საშუალება. "მილანი" კი ასეთი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული."

ამეთანხმებით, "ფარაონი" ძირითადში იშვიათად ხვდება. არ სურს მას, რომ უფრო მეტი შანსი მიეცეს?

"ის მშვიდადაა. დუბაიში ბევრი ივარჯიშა. მან იცის, რომ ალეგრის ნდობა აქვს, რომელიც მას რჩევას აძლევს. ის ახალგაზრდაა და მალე განვითარდება. მას შემდეგ, რაც ის "როსონერიში" თამაშობს, თამაშით საკმაოდ გაიზარდა."

შეიძლება "ჯენოაში" დაბრუნების დავიწყება?

"გასულ ზაფხულს "მილანმა" გენუელებს არც თუ ისე მცირე თანხა გადაუხადა, რომ ელ შაარავის უფლებების ნახევარი შეესყიდა. ახლა კი მე ვერანაირ გარემოებას ვერ ვხედავ, რომ ჩემი კლიენტი მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს."

სხვა გუნდები?

"მე ვესაუბრე გალიანისა და ბრაიდას. მათ სტეფანის თავისთან დატოვება სურთ."

რას უნდა ველოდოთ ელ შაარავისგან სეზონის მეორე ნახევარში?

"ჯერ კიდევ ბევრი თამაშია ჩასატარებელი. მალე "ნოვარასთან" იქნება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ "ფარაონს" ამ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება ექნება. დუბაიში მან შესანიშნავად ითამაშა, რაც მისთვისვე კარგია. ახლა მან ღრუბელივით უნდა შეისრუტოს ყველაფერი, რასაც ვარჯიშებზე ხედავს. მან გამოცდილი ფეხბურთელებისგან უნდა ისწავლოს, რათა მწვრთნელისგან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახუროს."
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 557 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]