11:40 რობინიო: "პატო ოქროს ბურთს მოიგებს" | |
მილანის შემტევმა რობინიომ დაადასტურა, რომ მისი თანამემამულე ალეშანდრო პატო არ აპირებს პსჟ-ში გადასვლას. რობსონმა აგრეთვე შეაქო კარლოს ტევესი, რომელსაც დღე-დღეზე ელიან ქალაქ მილანში: "სიტიში მე ტევესის თანაგუნდელი ვიყავი და მინდა ვთქვა, რომ იგი უმაღლესი დონის შემსრულებელია, მას ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია." "მიხარია, რომ პატო ჩვენთან რჩება. მე მჯერა, რომ იგი უმაღლეს მწვერვალებს მიაღწევს მილანთან ერთად. მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება, მთავარია მუდმივი შრომა და პროგრესი, პოტენციალი კი უჯვე არის მასში." "რაც შემეხება მე, წელს 20-მდე გოლის გატანას ვგეგმავ, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ეს არ იქნება ურიგო შედეგი ჩემთვის."-განაცხადა ბრაზილიელმა Il Corriere dello Sport-თან საუბარში.
| |
|