aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » „რომა“ გამოცოცხლდა
15:04
„რომა“ გამოცოცხლდა
სერია A-ს მე-16 ტურის მატჩებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 2 იქცევდა და ორივე მათგანში რომაული გუნდი თამაშობდა. იტალიის დედაქალაქში, „ლაციომ" „უდინეზეს" უმასპინძლა ხოლო ნეაპოლში, ადგილობრივი გუნდი „რომას" დაუპირისპირდა.
ბოლო დროს, ლუის ენრიკეს გუნდმა დადებითი შედეგების ჩვენება დაიწყო. გათამაშების ლიდერთან, „იუვენტუსთან" ქულის მოპოვების შემდეგ, „რომამ" „ნაპოლისთან" იმარჯვა. ნეაპოლში გამართულ მატჩში ანგარიში კურიოზული გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ლამელას მიერ საჯარიმოში ცუდად ჩაწოდებული ბურთი დე სანკტისმა ხელებში ვერ შეიმაგრა და მას ადგილი საკუთარ კარში მიუჩინა.
მე-2 ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ტოტის მიერ გაკეთებულ კარგ გადაცემას ოსვალდო გამოეხმაურა და სტუმართა უპირატესობას სოლიდური სახე მიეცა. 82-ე წუთზე, საჯარიმოში შეჭრილმა ჰამშიკმა სუნიგას გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 8 წუთში, სიმპლისიოს მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, შეხვედრას წერტილი დაესვა.
[spoiler=„რომა" გამოცოცხლდა]სამმატჩიანი მოგებათა სერია „უდინეზემ" რომში შეწყვიტა. იტალიის დედაქალაქში, ერთმანეთის პირისპირ ლიდერთა შორის შემავალი 2 გუნდი დაუპირისპირდა. 28-ე წუთზე, ფლორო ფლორესმა პასკუალეს გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გახსნა, მაგრამ გუნდები შესვენებაზე მაინც საყაიმო შედეგით გავიდნენ. 43-ე წუთზე, ანგარიში ლულიჩის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმით გათანაბრდა. მე-2 ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც როკის თავური გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა კლოზემ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შეხვედრას წერტილი 73-ე წუთზე დაესვა, როდესაც შეცვლაზე შესულმა დი ნატალემ პინცის გაატანინა.
სერია A-ს ბოლო 18 თამაშიდან სტუმრებმა მხოლოდ სამში მოიგეს. 3 ქულა ერთხელ „რომამ" მოიპოვა, ხოლო 2-ჯერ - „ინტერმა". გასულ ტურში გენუაში მოგების შემდეგ, მილანელებმა ჩეზენაში იმარჯვეს და კვლავ 1:0. ამჯერად, „ნერაძურის" გამარჯვება რანოკიამ მოუტანა, რომელმაც მაიკონის ფლანგური გადაცემა აქცია თავური დარტყმით გოლად.
კვლავ წაუგებელია გათამაშების სათავეში მყოფი „იუვენტუსი", რომელმაც მე-16 ტურში „ნოვარას" სძლია. მიუხედავად შექმნილი არაერთი სახიფათო მომენტისა, ტურინელებმა გასავარდნ ზონაში მყოფ მეტოქეს მხოლოდ 2 გოლი აკმარეს. მე-4 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან დე ჩელიეს მიერ გაკეთებულ გადაცემას პეპე გამოეხმაურა, რომელმაც დასწრებაზე კარგად ითამაშა. 75-ე წუთზე, პეპემ ბურთი კუთხურიდან მოაწოდა, რასაც კვალიარელას ზუსტი თავური და ერთწლიანი შესვენების შემდეგ გოლის გატანა მოჰყვა.
კატანიაში გამართულ სიცილიურ დერბიში, მასპინძელმა გუნდმა ზედიზედ მეხუთედ იმარჯვა და კვლავ დამაჯერებლად. „კატანიამ" „პალერმოს" თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და პრინციპულ მეტოქეს ცხრილში გადაასწრო.

კატანია-პალერმო 2:0 (1:0)
კატანია, "ანჯელო მასიმინო” 14000
კატანია (4-3-2-1): ანდუხარი, ალვარესი, ბელუსკი, ლეგროტალიე, მარკეზე, დელვეკიო, ლოდი, ალმირონი (სკაჩა 75), გომესი, ბარიენტოსი (რიჩიუტი 80), ლოპესი (ბერგესიო 67).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
პალერმო (4-4-1-1): ბენუსი, ბალცარეტი, სილვესტრე, მილიაჩო, მანტოვანი (ლორესი 65), ალვარესი (ბუდანი 83), ბარეტო, დელა როკა, ბერტოლო, ილიჩიჩი, მიკოლი (პინილია 46).
მწვრთნელი: დევის მანჯა.
გოლები: 1:0 ლოდი (32), 2:0 ლოპესი (62, პენ).
გაფრთხილებები: ალმირონი 49, დელვეკიო 73, ბელუსკი 84 - დელა როკა 31, პინილია 60, ბარეტო 67, ბერტოლო 68, სილვესტრე 73.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (7)-4 (1), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-5, ჯარიმა: 17-13.

ჩეზენა-ინტერი 0:1 (0:0)
ჩეზენა, "დინო მანუცი”
ჩეზენა (4-2-3-1): ანტონიოლი, კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო (ბენალუანე 88), გუანა, პაროლო, ჩეკარელი (ბოგდანი 68), მუტუ, კანდრევა, ედერი (გეცალი 67).
მწვრთნელი: დანიელე არიგონი.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო, ძანეტი, მოტა, კამბიასო, კოუტინიო (ობი 46), პაცინი (ფორლანი 82), მილიტო (სტანკოვიჩი 89).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლი: 0:1 რანოკია (63).
გაფრთხილებები: კომოტო 13, ლაურო 62.
მსაჯი: ანდრეა რომეო.
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 9 (4)-10 (3), კუთხური: 5-10, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 11-10.

ჯენოა-ბოლონია 2:1 (1:0)
გენუა, "ლუიჯი ფერარისი”
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი, მესტო, გრანქვისტი, კალაძე, მორეტი, როსი, ველოზუ, კონსტანტი (კარაჩოლო 81), მერკელი (ხორკერა 69), პრატო, ზე ედუარდო (იანკოვიჩი 69).
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.
ბოლონია (4-3-2-1): ჟიე, კრესპო, რაგი, პორტანოვა, ჩერუბინი, პულცეტი (აკვაფრესკა 87), მუდინგაი, კონე, რამირესი (კაზარინი 70), დიამანტი (ხიმენესი 77), დი ვაიო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: 1:0 როსი (39), 1:1 რამირესი (51), 2:1 პრატო (85).
გაფრთხილებები: მორეტი 33, კალაძე 62, როსი 90 - პულცეტი 21, მუდინგაი 59, რამირესი 62.
მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 10 (5)-13 (5), კუთხური: 1-2, თამაშგარე: 1-8, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-19.

იუვენტუსი-ნოვარა 2:0 (1:0)
ტურინი, "იუვენტუს არენა” 28000
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, დე ჩელიე, ჯაკერინი, პირლო (პაციენცა 80), მარკიზიო, პეპე, კვალიარელა (მატრი 77), დელ პიერო (ესტიგარიბია 63).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
ნოავა (5-3-2): უიკანი, მორგანელა, დელაფიორე (პაცი 19), სენტურიონი, ლუდი, ჯემიტი, მარიანინი (პორკარი 55), რადოვანოვიჩი, რიგონი, რუბინო (მაცარანი 76), მეჯორინი.
მწვრთნელი: ატილიო ტესერი.
გოლები: 1:0 პეპე (4), 2:0 კვალიარელა (75).
გაფრთხილებები: ჯაკერინი 60 - მარიანინი 44, სენტურიონი 52.
მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 21 (11)-8 (3), კუთხური: 12-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-9, ჯარიმა: 9-20.

პარმა-ლეჩე 3:3 (1:0)
პარმა, "ენიო ტარდინი” 14000
პარმა (4-4-1-1): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი (ჟადიდი 82), გობი, ვალიანი (პელე 64), მორონე, გალოპა, მოდესტო (პალადინო 73), ბიაბიანი, ფლოკარი
მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა.
ლეჩე (4-3-3): ჟულიო სერჟიო (გაბრიელი 33), ოდო, კაროციერი, ფერარიო, ესპოზიტო (ბრივიო 46), სტრასერი, ჯაკომაცი, ოლივერა, კუარდადო, დი მიკელე, მურიელი (გროსმიულერი 78).
მწვრთნელი: სერსე კოზმი.
გოლები: 1:0 ფლოკარი (18, პენ), 1:1 დი მიკელე (58), 1:2 დი მიკელე (61), 1:3 კუარდადო (77), 2:3 პელე (86), 3:3 გალოპა (90+2).
გაფრთხილებები: გობი 10, პალეტა 42, გალოპა 63, მორონე 79 - კაროციერი 9, ფერარიო 45, დი მიკელე 80.
მსაჯი: გაბრიელე გავა.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (4)-8 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-1, ჯარიმა: 15-24.

ლაციო-უდინეზე 2:2 (1:1)
რომი, "ოლიმპიკო” 30000
ლაციო (3-5-2): ბიცარი, დიაკიტე, დიასი, რადუ, კავანდა (სკალონი 46), გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი, სკული (კოზაკი 82), კლოზე, როკი (ერნანესი 64).
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, ბენატია, დანილო, ფერონატი, ბასტა (აბდი 66), ისლა, პინცი, ასამოა, პასკუალე, ტორხე (დი ნატალე 66), ფლორო ფლორესი (დომიცი 90).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 0:1 ფლორო ფლორესი (28), 1:1 ლულიჩი (43), 2:1 კლოზე (51), 2:2 პინცი (73).
გაფრთხილებები: დიაკიტე 42, რადუ 58 - დანილო 9, ბენატია 16.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 9 (6)-6 (3), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-6, სეივი: 1-5, ჯარიმა: 17-12.

ნაპოლი-რომა 1:3 (0:1)
ნეაპოლი, "სან პაოლო”
ნაპოლი (3-4-3): დე საკნტისი, კამპანარო (დოსენა 73), კანავარო, არონიკა, მაჯო, ინლერი, გარგანო (მასკარა 66), სუნიგა, ჰამშიკი, კავანი, ლავესი (პანდევი 56).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი, როზი, ჟუანი, ჰაინცე, ტადეი, სიმპლისიო, დე როსი, გრეკო (პეროტა 80), ლამელა (ბოიანი 71), ტოტი (ვივიანი 88), ოსვალდო.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
გოლები: 0:1 დე სანკტისი (3, ს.კ), 0:2 ოსვალდო (59), 1:2 ჰამშიკი (82), 1:3 სიმპლისიო (90).
გაფრთხილებები: როზი 50, ტოტი 55.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (6)-13 (5), კუთხური: 12-2, თამაშგარე: 10-4, სეივი: 2-5, ჯარიმა: 8-15.

1. იუვენტუსი 15 9 6 0 27:11 33
2. მილანი 15 9 4 2 33:16 31
3. უდინეზე 15 9 4 2 20:9 31
4. ლაციო 15 8 5 2 24:13 29
5. ინტერი 15 7 2 6 18:18 23
6. ნაპოლი 15 5 6 4 23:17 21
7. რომა 15 6 3 6 19:19 21
8. ჯენოა 15 6 3 6 18:18 21
9. კატანია 15 5 6 4 17:20 21
10. პალერმო 15 6 2 7 16:18 20
11. კიევო 15 5 4 6 13:18 19
12. კალიარი 15 4 6 5 12:15 18
13. პარმა 15 5 3 7 18:23 18
14. ატალანტა 15 5 8 2 19:18 17
15. ფიორენტინა 15 4 5 6 15:15 17
16. ბოლონია 15 4 3 8 14:22 15
17. სიენა 15 3 5 7 14:16 14
18. ჩეზენა 15 3 3 9 7:16 12
19. ნოვარა 15 2 5 8 15:27 11
20. ლეჩე 15 2 3 10 16:29 9

ბომბარდირები
დენისი („ატალანტა") – 11, დი ნატალე („უდინეზე"), იბრაჰიმოვიჩი („მილანი") – 10, კლოზე („ლაციო") – 9, ჯოვინკო („პარმა"), კავანი („ლაციო"), იოვეტიჩი („ფიორენტინა") – 7, მატრი („იუვენტუსი"), მარკიზიო („იუვენტუსი"), პალასიო („ჯენოა"), ოსვალდო („რომა") – 6.

შემდეგი ტური
20 იანვარი
სიენა-ფიორენტინა; კალიარი-მილანი.
21 იანვარი
უდინეზე-იუვენტუსი; ატალანტა-ჩეზენა; ბოლონია-რომა; ინტერი-ლეჩე; ლაციო-კიევო; ნაპოლი-ჯენოა; ნოვარა-პალერმო; პარმა-კატანია.[/spoiler]
კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 567 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]