17:24 რუდი ფიოლერი: “ვიდალი პატარა მეომარია” | |
ლევერკუზენის „ბაიერის" მენეჯერი – რუდი ფიოლერი ამაყობს, რომ მისი კლუბის ყოფილი ნახევარმცველი არტურო ვიდალი სერია ა-ს კარგად მოერგო. „რომას" ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ „ბაიერში" არტუროს დიდი ფეხბურთელობის შესახებ თავიდანვე ამჩნევდნენ. „ძალიან მიხარია არტუროს წარმატებები იტალიაში. ის ძლიერი ფეხბურთელია არა იმიტომ, რომ ორი გოლი გაუტანა „ჩემს" „რომას", არამედ იმიტომ, რომ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცაა გუნდში ყოფნის ღირებულება. ხანდახან მაქვს დრო, რომ ვუყურო სერა ა-ს მატჩებს და ვამჩნევ თუ რა კარგად მოერგო ვიდალი სერია ა-ს. მახსოვს არტუროს მოყვანა „ბაიერში". ყველა შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავით მისი თამაშით და შესაძლებლობებით. თავიდანვე ემჩნეოდა რომ უფრო მაღალ დონეზეც შეეძლო თამაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არტურომ დაამტკიცაა, რომ მას აქვს უნარი ითამაშოს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, როგორც ცენტრალურ მცველად ან ნახევარმცველად, ასევე ფლანგებზეც. ტურინში ის უბრალოდ ახორციელებს და ადასტურებს იმას, რასაც ლევერკუზენში მასზე ვავმობდით და მასში ვხედავდით. ჩვენ მას პატარა მეომარი დავარქვით, იმიტომ რომ ის ყოველთვის იბრძვის, დარბის მოედნის ყოველ წერტილში მატჩის დასაწყისიდან ბოლო წუთამდე" – აცხადებს გერმანული ფეხბურთის ლეგენდა. | |
|